სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი რომის პაპ ბენედიქტე XVI-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით (31.12.2022)

 

მისი უწმინდესობის, რომის ემერიტუს - პაპ ბენედიქტე  XVI-ის  გარდაცვალება  დიდი დანაკლისია ქრისტიანული სამყაროსათვის.

მართალია, იგი აღარ იყო მოქმედი პაპი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი

გავლენა ჰქონდა.

ბენედიქტე   XVI ჩვენთვის დარჩება, როგორც კათოლიკური ეკლესიის მიერ აღიარებული ქრისტიანული ღირებულებების ერთგული დამცველი, ძლიერი და ფრიად ღირსეული პიროვნება, რომელმაც ხალხის სიყვარული და პატივისცემა დამსახურებულად მოიპოვა.

ქრისტესმიერ საყვარელო თქვენო უწმინდესობავ, რომის პაპო ფრანცისკე, მიიღეთ ჩემი და ჩვენი ეკლესიის სამძიმარი და გთხოვთ, გადასცეთ იგი თქვენი ეკლესიის სასულიერო პირთ და მრავალრიცხოვან სამწყსოს.

პატივისცემით

 

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

   31. 12. 2022