სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (09.12.2022)

ჯამბულათ ხოფერიას გარდაცვალების გამო

 

გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, - ჯამბულათ ხოფერიას გარდაცვალების გამო.

იგი საქართველოსთვის მებრძოლი ოჯახის შვილია და თავადაც სიცოცხლე სხვათა დასაცავად გასწირა.

ღმერთი შეეწიოს და მის უკვდავ სულს თვისი სავანე დაუმკვიდროს; ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი ლოცვის ძალა მისცეს და განაძლიეროს რწმენამ იმისა, რომ სიკვდილი რეალურად არ არსებობს და რომ გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობლებთან.

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი