საქართველოს პრემიერ-მინისტრი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ესტუმრა (06.12.2022)

ა.წ. 6 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღო.

ბ-ნმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის უწმინდესობას წარუდგინა და გააცნო იორდანიაში წმინდა მიწაზე დაგეგმილი ქართული სავანის მშენებლობის პროექტი.