სამების საკათედრო ტაძარში 66-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა (27.11.2022)

 

ა.წ. 27 ნოემბერს სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის 66-ე ეტაპი ჩატარდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებს კიდევ 965 ბავშვი შეემატა.

მისმა უწმინდესობამ დალოცა ნათლულები და გაქრისტიანება მიულოცა.

 

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, - ნათლობას 900-ზე მეტი ბავშვისა. ბედნიერი იყავით, გაიხარეთ. ვლოცავ თქვენს ოჯახებს, თქვენს მშობლებს, თქვენს და-ძმებს.

ჩვენი ნათლულია უკვე 45000 ბავშვი. დალოცვილი იყავით, გაიხარეთ თქვენ და სრულიად საქართველომ.

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.