სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ემერიტუს-პროფესორს ქალბატონ შუშანა ფუტკარაძეს

აჭარაში და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველთა სულიერ-კულტურული მემკვიდრეობის ცნობილ მკვლევართა შორის მრავალმხრივი თემატიკითა და მასალის უნიკალურობით სრულიად განსაკუთრებული ადგილი უკავია აღიარებულ მეცნიერს, ქალბატონ შუშანა ფუტკარაძეს.

 

თავისი გვარის მსგავსად იგი ფუტკარივით დასტრიალებს ძველ ფოლონტებს, ხელნაწერებს, წიგნებს აგროვებს ხალხში გაბნეულ გადმოცემებს, უღრმავდება ტოპონიმებს, წეს-ჩვეულებებს და თაფლად ქცეულ შეძენილ ცოდნას მეტად მნიშვნელოვანი წიგნების სახით აწვდის ჩვენს საზოგადოებას.

 

გულითადად ვულოცავთ მას დაბადების საიუბილეო თარიღს და ვუსურვებთ კვლავაც დაუღალავად ემსახუროს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი მეობის გამოვლენასა და დაცვას.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

 

01.11.2022