სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ქ-ნ თამარ გვერდწითელის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს (23.10.2022)

გულითადად გისამძიმრებთ დედის, ქალბატონ ნინოს (ინას), გარდაცვალებას. დიდია მისი დამსახურება შვილების წინაშე და, ბუნებრივია,  დიდია თქვენი გულისტკივილი მასთან განშორების გამო.

მაგრამ უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ ჩვენი სიცოცხლე არ მთავრდება სიკვდილით, არამედ, – გარდაცვალებით; გარდაცვალება კი დასაწყისია მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ყველანი უნდა მოვემზადოთ.

აღვავლენთ ლოცვებს ქალბატონი ნინოს (ინას) უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა სავანე თვისი დაუმკვიდროს, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა და სულიერი სიმტკიცე.

 

 

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი