ინფორმაცია სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით (13.10.2022)

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ა.წ. 14 ოქტომბერს, პარასკევს, სრულიად საქართველოთ კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად წირვას აღავლენს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.

ღვთიმსახურება დაიწყება 10:00 საათზე.

მრევლისთვის მცხეთაში უფასო ავტობუსები გავა  საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან 8:00  საათზე.

ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს, მოციქულთა მადლი ეწეოდეს სრულიად საქართველოს.