სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ცნობილი ქართველი და იტალიელი ოპერის მომღერლები მიიღო (26.09.2022)

ა.წ. 26 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძეს და სხვა  ქართველ და იტალიელ ცნობილ საოპერო  მომღერლებს უმასპინძლა.

როგორც ცნობილია, ქ-ნი ნინო სურგულაძე იტალიელ კოლეგებთან ერთად, მის მიერ დაარსებული ფონდის, „ნატვრის ხის“, -  ორგანიზებით 27 სექტემბერს, - ჯვართამაღლების დღეს საქველმოქმედო კონცერტს გამართავს და შემოსული თანხით  უკრაინელ და ქართველ ბავშვებს დაეხმარება.

შეხვედრაზე სტუმრებმა სხვადასხვა ოპერიდან არიები შეასრულეს და გულთბილი მიღებისათვის დიდი მადლიერება გამოხატეს.  

  მისმა უწმინდესობამ კონცერტის წინ მონაწილეები დალოცა და წარმატებები უსურვა.