კათოლიკოს-პატრიარქ ილია ΙΙ ღვთისმშობლის შობის მილოცვა

 

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეთ. სიხარულისა და იმედის მომნიჭებელ ამ დღეს გამორჩეულად მინდა დავლოცო ყველა, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ; მინდა დავლოცო ასეთი ბავშვები, მათ შორის, სიმსივნით დაავადებულნი და მხნეობა ვუსურვო მათ. დედაღვთისამ გადაგაფაროთ თვისი კალთა და რწმენითა და იმედით აღგავსოთ ყოველნი.

 

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

     

20.09.2022