სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით (15.09.2022)

ბატონ მიხეილ გომიაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ქართველ ხელოვანთა რიგებს გამოაკლდა პიროვნება, რომელიც პროფესიონალიზმით, ვაჟკაცობით, ეროვნულობით, გულითადობით, უბრალოებით იყო სამაგალითო. ასეთი ადამიანები ყოველთვის ცოტანი იყვნენ, მითუმეტეს ჩვენს დროში.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონ მიხეილის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანე მართალთა დაუმკვიდროს, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მისთვის ლოცვის ძალა და მშვიდობა მოჰმადლოს.