სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი მამუკა ონაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით (04.08.2022)

ბედნიერია ჩვენი ერი, რომ მრავალი ღირსეული შვილი ჰყავს, მაგრამ გულს გვტკენს ის, რომ დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა წუთისოფელი, მარადისობას შეერთო და მათი წასვლით ამქვეყნიური ყოფა კიდევ უფრო დამძიმდა.

მამუკა ონაშვილი თავისი გამორჩეული სიკეთით, სიყვარულით, ერთგულებით, პატიოსნებით, ნიჭიერებით, თავმდაბლობით, სარწმუნოებით..., მართლაც რომ, შეუდარებლად დიდი იყო.

ვლოცულობთ მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანე თვისი დაუმკვიდროს, ხოლო მამუკას ყველა გულშემატკივარს მისთვის ლოცვის ძალა და მის მსგავსად სიკეთის მსახურება შეაძლებინოს.