საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (31.07.2022)

გუდაურის ტრაგედიამ და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალებამ საყოველთაო მწუხარება გამოიწვია; დიდია ჩვენი გულისტკივილიც.

 ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად  გარდაცვლილნი  სამშაბათს, 2 აგვისტოს, 09:30  საათიდან დასვენებულნი იქნებიან წ.მ. სამების საკათედრო ტაძარში და აქედან მოხდება მათი გასვენება 14:00 საათზე.

სამშაბათსვე, 14:00 საათზე, სამთავისის ტაძრის ეზოში დაიკრძალება მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მეუფე დამიანე .

შევნშნავთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღესთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება აღნიშნულის გამო გაუქმდება.