სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით (31.07.2022)

დიდია ჩვენი გულისტკივილი ა.წ. 29 ივლისს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც რვა პიროვნება იმსხვერპლა და ქვეყანაში დიდი მწუხარება გამოიწვია.

ამ ადამიანების ყოველდღიური  საქმიანობა სხვაზე ზრუნვასთან იყო დაკავშირებული და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამქვეყნიური ცხოვრებაც ასევე დაასრულეს.

ვერტმფრენში მყოფნი,   ფაქტობრივად,   მოყვასის გადარჩენისთვის ზრუნვას შეეწირნენ და სიცოცხლე გაიღეს   გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად, რაც ღვთის წინაშე უდიდესი მადლია.

აღვავლენთ ლოცვებს  ზაზა ლორიას,  ანდრო  ქუჯაშვილის,  გიორგი მარგიანის,  კახა ტორჩინავას,  დიმიტრი ქააძეს,  გიორგი ვენეცკის, ლევან ჩოხელისა  და  ქეთევან გულაღაშვილის  უკვდავ სულთათვის, რათა მათ   სავანესა  მართალთასა, განისვენონ,  ხოლო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უფალმან მოანიჭოს ურყევი რწმენა და სასოება მარადიული ცხოვრებისა, ლოცვის ძალა და მშვიდობა.

 

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს პატრიარქი

31.07.2022.