სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბ-ნ ვეფხია ოდიშარიას, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს (19.07.2022)

ბატონ ვეფხია ოდიშარიას, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

 

მიიღეთ ჩვენი თანგრძნობა მამის, ბ-ნ ველოდის, გარდაცვალების გამო, რომელიც რაიონში გამორჩეული ავტორიტეტით სარგებლობდა.

ახლობელთან განშორება მტკივნეულია, თუმცა, მოგეხსენებათ,  მორწმუნე ადამიანისათვის გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, გაქრობას, არამედ იგია დაბადება ცათა შინა და მარადიული ცხოვრების დაწყება.

ღმერთმა მოგანიჭოთ ამისი ურყევი რწმენა და ძალა ბატონი ველოდისთვის გულითადი ლოცვისა.

ჩვენც აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო თქვენ გაკურთხოთ მშვიდობით.

 

 

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი