სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამი წმინდა ტაძარი მოილოცა და ერს გერგეტობა მიულოცა

დღეს, 16 ივლისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია II-მ, სამი წმინდა ტაძარი მოილოცა:

ყოვლაწმიდა სამების ლავრის საკათედრო ტაძარი, მახათას მთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის ტაძარი და 

იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის სავანის ეკლესია. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, უფლის ტაძარში ღმერთს შეავედრა სრულიად საქართველო, დალოცა ტაძარში მლოცველი სასულიერო პირები და მრევლი, და იქ შეკრებილთ გერგეტობა,— ღვთაებრივი სიყვარულის დღე მიულოცა.