სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა გერგეტობის დღესასწაულთან დაკავშირებით (16.07.2022)

ყველას გულითადად გილოცავთ გერგეტობას, -  სიყვარულის ზეიმს.

ეს დღესასწაული 40 წლის წინ დაწესდა და მახარებს, რომ ხალხმა იგი გაითავისა და შეიყვარა.

ყოვლადწმინდა სამებამ დაგლოცოთ და მშვიდობითა და სიყვარულით გაკურთხოთ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ!