სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბ-ნ შინძო აბეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით (11.07.2022)

 მის აღმატებულებას, ბატონ იმამურა აკირას,
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში 

თქვენო აღმატებლებავ,
 
მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბატონ შინძო აბეს ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
დიდად ვწუხვართ მომხდარის გამო და გთხოვთ ჩვენი სამძიმარი გადასცეთ ოჯახის წევრებს, იაპონიის ხელისუფალთ და მოსახლეობას.
 
პატივისცემით,
 
სრულიად საქართველოს 
კათოლიკოს-პატრიარქი
 
თბილისი, 2022წ.