ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა კონცერტი ჩატარდა (17.06.2022)

ა.წ. 17 ივნისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა კონცერტი ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საფორტეპიანო, სავიოლინე და ვოკალური კლასები; ასევე ხალხურ საკრავთა ორკესტრი და გოგონათა გუნდი.

პარალელურად დარბაზში გამოიფინა მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა თემაზე შესრულებელული ნახატები.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის  სკოლა-პანსიონი (დირექტორი: დეკანოზი მირიან სამხარაძე) 2009 წელს დაარსდა. სასწავლებელი გამორჩეულია იმით, რომ აქ ერთად სწავლობენ და ცხოვრობენ მუსლიმი და ქრისტიანი ბავშვები, განათლებას იღებენ  მოსწავლეები აჭარიდან, ჰერეთიდან, ფერეიდნიდან. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თითქმის ყველა კურსდამთავრებული პირველივე წელს წარმატებით აბარებს საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.