სამების საკათედრო ტაძარში 65-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა (20.06.2022)

ა.წ. 19 ივნისს სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის 65-ე ეტაპი ჩატარდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებს კიდევ 1600 ბავშვი შეემატა.

მისი უწმინდესობის ნათლულები უკვე 44000-ზე მეტია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დალოცა ნათლულები და გაქრისტიანება მიულოცა მათ.

 

 

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!

გილოცავთ ამ დიდებულ დღეს, - დღეს ბედნიერია მთელი საქართველო! ღმერთმა დალოცოს ჩემი ნათლულები, ღმერთმა დალოცოს მათი ოჯახები.

ქრისტეს ნათლობა მიიღო 1600-მა ბავშვმა.

უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.