სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (16.06.2022)

ქალბატონ მანანა ჩოგოვაძე-ჯიბლაძეს, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

 

ვემშვიდობებით განათლების სფეროში საერთაშორისო სივრცეში აღიარებულ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, გამორჩეულ ინტელიგენტს, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძეს.

დაახლოებით 30 წლის წინ მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ქვეყანა შეძრა, მისი შვილიც შეიწირა. ამ დროიდან სრულიად შეიცვალა ბატონი გოჩას და მისი ოჯახის ცხოვრება. ღრმა მწუხარებამ მოიცვა მათი სული, მაგრამ ღმერთი ჰპოვეს და -ნუგეშიც, თუმცა სევდა ბოლომდე დარჩა წარუხოცელი.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი გოჩას უკვდავი სულისათვის, რათა იგი უფალმან შვილთან, გიორგისთან, ერთად  სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა.

 

 

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი