სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელიზაბეტ II-ს (04.06.2022_

მის უდიდებულესობას,  ელიზაბეტ II

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს

 

თქვენო უდიდებულესობავ,

საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტახტზე აღსაყდრების  70 წლისთავს.

დღეს მსოფლიოში თქვენ ბრძანდებით ყველაზე გამორჩეული მონარქი და სამეფო ტახტის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი გამგებელი.

თქვენი მოღვაწეობა მთელი ეპოქაა, რომელმაც წლების მანძილზე განამტკიცა თქვენი ქვეყანა განსაკუთრებით რთულ პერიოდებში და წარუშლელი როლი შეასრულა თქვენი სამეფოს ისტორიაში.

ყოველთვის დიდი პატივისცემით ვიხსენებ თქვენთან შეხვედრას და ღრმა შინაარსიან საუბარს.

შევთხოვ ღმერთს თქვენს დღეგრძელობას და თქვენი სამეფო ოჯახის შემდგომ წარმატებებს.

საუკეთესო სურვილებით

 

 

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

03.06.2022