პატრიარქის მილოცვა მღვდელმთავრებს (25.05.2022)

წელს, მაისის თვეში,  ჩვენი ეკლესიის სამ მღვდელმთავარს, - საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტ  დანიელს (დათუაშვილი), მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს (აქიაშვილი) და  აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითს (მახარაძე)  შეუსრულდათ ეპისკოპოსად კურთხევის 30 წელი.

გულითადად ვულოცავთ მათ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, მადლობას ვუხდით  ეკლესიის საკეთილდღეოდ გაწეული დაუღალავი შრომისთვის და ვუსურვებთ კვლავაც წარმატებულ მოღვაწეობას.

პატივისცემით

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი