პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ყველა მოქმედ ტაძარში სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა (25.04.2022)

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ტერიტორიაზე არსებულ ყველა მოქმედ ტაძარსა და სამლოცველოში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდა.

არასრულწლოვან და ქალ მსჯავრდებულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ  სააღდგომო პასკა, კვერცხი, სანთლები და წიგნები გაუგზავნა.