სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (18.04.2022)

უკრაინაში ომმა, სამწუხაროდ, კვლავ შეიწირა ჩვენი თანამემამულენი. აღვავლენთ ლოცვებს  დავით მენაბდიშვილის,  ნიკოლოზ შანავას,  ალექსანდრე ცაავას,  არკადი კასრაძის,  ზაზა ბიწაძის  უკვდავ სულთათვის,  რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს  მიმადლოს მშვიდობა  და ლოცვის ძალა.