სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო (15.01.2022)

გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს ბატონ ჯანო-ჯანსუღ ბაგრატიონის გარდაცვალების გამო. სამეფო გვარის შთამომავალი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ეს ღირსეული პიროვნება ქართული სპორტის განვითარებას ემსახურა  ათწლეულების მანძილზე და ახალგაზრდა თაობის აღზრდაში დიდი წვლილი შეიტანა.

ღმერთმა აცხოვნოს მისი უკვდავი  სული  და სავანესა მართალთასა განუსვენოს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი მომადლოს მშვიდობა.