სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (21.12.2021)

ჩვენთვის ფრიად სამწუხაროა, რომ არაერთი გამორჩეული პიროვნება გამოგვაკლდა წელს და მარადიულობის წევრი გახდა.

ამჟამადაც დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით გამორჩეულ ქართველს, ქართული კულტურის უერთგულეს მსახურს, ბატონ ჯემალ ჭკუასელს.

მისი ხელმძღვანელობით ანსამბლმა  „ერისიონმა“ ,,სუხიშვილებთან“ და „რუსთავთან“ ერთად მსოფლიო დიდება მოუტანა ქართულ ხელოვნებას, -ქართულ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ აზროვნებას და ჩვენს მომავალ თაობასაც ამ მხრივ განვითარების სწორი ორიენტირი განუსაზღვრა.

ღმერთმა აცხონოს ბატონი ჯემალის უკვდავი სული და უფლის სავანეში დაამკვიდროს, ხოლო მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ანსამბლ „ერისიონს“ კი, -  მისი ლეგენდარული ხელმძღვანელის სახელის კიდევ უფრო წარმოჩენა.


 

სრულიად საქართველოს

 კათოლიკოს-პატრიარქი