სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (26.11.2021)

დიდია ჩვენი გულისტკივილი არქიმანდრიტ მიქაელის  (მურმან მეგენეიშვილი) გარდაცვალების გამო. იგი იყო საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მოძღვარი და ღვთის საყვარელი შვილი. 

ღმერთმა აცხოვნოს მისი უკვდავი სული და სავანესა მართალთასა განუსვენოს, ხოლო არქიმანდრიტ მიქაელის  მრევლს და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, შინაგანი მხნეობა და ლოცვის ძალა.