100 000 მოწამის ხსენების დღე

ა.წ. 13 ნოემბერს, 100 000 მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) და გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზამ) სამღვდელოებასთან ერთად მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადეს და საქართველოსთვის წამებულთ შეავედრეს ჩვენი ხალხი და ქვეყანა.

დღესვე წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) და არქიმანდრიტმა ისააკმა (ფრიდონიშვილი) წირვა აღავლინეს 100 000 მოწამისა და წმ. აბო თბილელის სახელობის ტაძრებში.