ა.წ. 9 ივლისს საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ჩამობრძანდება. სიწმინდე ინდოეთის მთავრობამ საჩუქრად გადასცა საქართველოს.
შაბათს, 10 ივლისს, 14 საათზე დედოფლის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეკრებილ მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად გადაიხდის პარაკლისს.