ა.წ. 3 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად უკრაინის პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი დენის შმიგალი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს.
მისმა უწმინდესობამ და ბ-ნმა დენის შმიგალმა კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებისა და ჩვენი ხალხის დაახლოების სურვილი გამოთქვეს.