სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (01.06.2021)

ბატონი არნოლდ გეგეჭკორის გარდაცვალება დიდი გულისტკივილია ათასობით  ადამიანისათვის,  ვინც მას პირადად იცნობდა,  ვინც მის ლექციებსა და სატელევიზიო გამოსვლებს უსმენდა,   ვინც მის წიგნებსა და ნაშრომებს ეცნობოდა.

იგი იყო მთელს სამყაროში გაცხადებული ღვთის დიდებისა და მრავალფეროვნების უშუალოდ   მხილველი და განმცდელი, ბუნების ენის    მცოდნე უიშვიათესი პიროვნება,  რომლის სახით მსოფლიოში აღიარებული დიდი ადამიანი    გამოაკლდა ჩვენს ინტელიგენციას. 

აღვავლენთ   ლოცვებს ბატონი არნოლდის  უკვდავი   სულისათვის რათა უფალმან  სავანესა  მართალთასა დააწესოს იგი,  ხოლო  მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს მშვიდობა და ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც   ბატონი არნოლდი გახდა,   რათა  მას ლოცვითა და ქველი საქმეებით  შეეწიოთ.