17 მაისს დედაქალაქი იკურთხება

ორშაბათს,  2021 წლის 17 მაისს,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მოხდება დედაქალაქის დალოცვა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ითვალისწინებს  პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილ   ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და წელსაც თავს იკავებს საყოველთაო მსვლელობისა და ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისგან.

მოძღვრები 11:00 საათზე შეიკრიბებიან წმ. სამების საკათედრო ტაძარში და შედგება წყლის კურთხევა (მცირე აიაზმა); შემდეგ კი ისინი მანქანებით ხუთი მიმართულებით გაემგზავრებიან, რათა აკურთხონ მოსახლეობა და ქუჩები.

დედაქალაქის ქუჩების კურთხევას უზრუნველყოფს ახალგაზრდული მოძაობა „დავითიანნი“.

ღონისძიების მარშრუტი ასეთია:

I მიმართულება – საბურთალო:

ქუჩების მარშრუტი: კოსტავა, საკაძის მოედანი, შარტავა, პეკინი, დოლიძე, ბახტრიონი, ძველი იპოდრომი, მაღლივი კორპუსი, ქავთარაძე, ყაზბეგის გამზირი-პავლოვი (ინფექციური სავადმყოფო), ვაჟა-ფშაველას გამზირი, ნუცუბიძის ქუჩა, ჯიქია, ნუცუბიძის პლატოს ყველა მიკრორაიონი, ბუდაპეშტი, ლისი, ვაშლიჯვარი, ავლაბარი.

II მიმართულება – დიღომი, დიდი დიღომი, გლდანი, მუხიანი, თემქა:

ქუჩების მარშრუტი: კოსტავა, ლაგუნა ვერე, სანაპირო, დიღმის მასივი, ლუბლიანა (კლინიკები), ბელიაშვილი, დიდი დიღომი, მირიან მეფის ქუჩა, არჩილ მეფის ქუჩა, პეტრე იბერის ქუჩა, იოანე პეტრიწის ქუჩა, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა, გლდანის ხიდები, გლდანის ყველა მიკრორაიონი, გლდანის ციხე, მუხიანი, თემქის დასახლება, დევნილების საცხოვრებელი უბანი ზღვაზე, სარაჯიშვილი, გურამიშვილი, დადიანი, საბჭოს მოედანი, ავლაბარი.

III მიმართულება – ორთაჭალა, ისანი, სამგორი:

ქუჩების მარშრუტი: კოსტავა, მარჯვენა სანაპირო-ორთაჭალა, გაბრიელ სალოსის ქუჩა, მოსკოვის გამზირი, ლილო, ვარკეთილი, ჰუალინგის დასახლება, ვაზისუბანი, ქვედა სამგორი, ისანი, ქეთევან წამებულს გამზირი, ავლაბარი.

IV მიმართულება – მთაწმინდა, სოლოლაკი, ვაკე, ვერა, დიდუბე:

ქუჩების მარშრუტი: სანაპირო, გმირთა მოედანი, ვარაზის ხევი-ჭავჭავაძე, დელისი, თამარ მეფის ქუჩა. ბაგები, ვაკის პარკი, აბაშიძის ქუჩა, მრგვალი ბაღი, ფალიაშვილი, მოსაშვილი, ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილი, ბელინსკი, ჭონქაძე, მაყაშვილი, ლესელიძე, კოლმეურნეობის მოედანი, მარცხენა სანაპირო, დინამო, წერეთელი, მეტრო დიდუბე, წერეთელი, აგლაძის ქუჩა, ქუთაისის ქუჩა, რკინიგზის სადგური, დავით აღმაშენებლის გამზირი, ვორონცოვი, ავლაბარი.

V მიმართულება – ჩუღურეთი:

ქუჩების მარშრუტი: სვანეთის უბანი, ლოტკინი, კუკია, ივერთ უბანი (ე.წ. ლეჩკომბინატი).