სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსჯავრდებულებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსჯავრდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. მისმა უწმინდესობამ პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფთ პასკა, კვერცხი, ტკბილეული, ხატები, სანთლები და სხვა საჩუქრები გაუგზავნა.

სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ ქალთა N5, არასრულწლოვანთა N11 და N8,  ქუთაისის N2 დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვნებს, ასევე უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს გლდანის N8 დაწესებულებაში.