სამძიმარი სერბეთის პატრიარქის, უწმინდესი ირინეოსის გარდაცვალების გამო

სერბეთის ეკლესიის წმინდა სინოდს

 

საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ დიდ მწუხარებას დამაშვრალი პატრიარქის, პეჩის მთავარეპისკოპოსის და ბელგრად-კარლოვიცის მიტროპოლიტის, უწმინდესი ირინეოსის გარდაცვალების გამო. 10 წელი მწყემსთავრობდა იგი სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის გამორჩეული იყო რწმენის მოშურნეობითა და პირველ იერარქთა ღვაწლით.

აღვავლენთ ლოცვებს უწმინდესი ირინეოსის უკვდავი სულის საოხად, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო სერბეთის ეკლესიას და მრევლს მომადლოს მშვიდობა.

 

 

შევნიშნავთ, რომ სერბეთის პატრიარქი კვირას დაიკრძალება საკათედრო ტაძარში.