სამძიმარი (02.11.2020)

საქართველოს საპატრიარქო მწუხარებას გამოხატავს ღვაწლმოსილი მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ ამფილოქეს - გარდაცვალების გამო. მისი ამქვეყნიდან გასვლა დიდი დანაკლისია როგორც სერბეთის, ისე მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

იგი მრავალწლიანი ღვთისსათნო მსახურებით სამაგალითო იყო სასულიერო პირთა არაერთი თაობისთვის. ინებოს ღმერთმა, მიტროპოლიტ ამფილოქეს უკვდავი სული შეერთოს  მოზეიმე ეკლესიას.