სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ამერიკის ეკლესიის ყოფილი მეთაურის გარდაცვალების გამო

მის უნეტარესობას, სრულიად ამერიკისა და კანადის 

მიტროპოლიტ ტიხონს

 

თქვენო უნეტარესობავ, მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა  მისი უნეტარესობის, თეოდოსის გარდაცვალების გამო.

იგი 25 წელი ღირსეულად მართავდა ამერიკის ეკლესიას და წარუშლელი კვალი დატოვა მის ისტორიაში. ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით მის უნეტარესობას თქვენს ქვეყანაშიც და საქართველოშიც და იგი მუდამ გვემახსოვრება, როგორც გულთბილი, თავმდაბალი, განათლებული, დიდი პიროვნება.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი.

გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ თქვენი ეკლესიის სამღვდელო და სამონოზვნო დასს და მრევლს; ყველას, ვისთვისაც ძვირფასი იყო უნეტარესი თეოდოსი.