სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (04.10.2020)

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველაზე დიდი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი. გაუფრთხილდეთ ადამიანს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავუადვილოთ ცხოვრების დღეები ერთმანეთს. ვიშრომოთ სხვისთვის და ის შრომა დაგვიბრუნდება ჩვენ.

მაცხოვარი ამბობს: ,,სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი.“ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გაიხაროს ადამიანმა.

დღეს ჩვენ ვლოცავთ 5 გვარს.

ილოცებიან შემდეგი გვარები: ჩალაძეები, აჩუაშვილები, გერსამიები, ჩუთლაშვილები და შაკიაშვილები.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა ინებოს, რომ სიხარული სუფევდეს თქვენს ოჯახებში, თქვენს სახლში, თქვენს  შვილებში.

დალოცვილი იყავით.

ჩვენთან არს ღმერთი!


კომენტარის დასაწერად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
საქართველოს საპატრიარქო
©️ 2020 ყველა უფლება დაცულია