სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პროექტ ,,წიგნიერი და პატრიოტი თაობის“ მონაწილეები და გამარჯვებულები მიიღო

ა.წ. 25 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნის წარმომადგენლები მიიღო.

,,დავითიანნის“ ხელმძღვანელმა კოტე სვანაძემ წარადგინა ორგანიზაციის მიერ 2020 წელს განხორციელებული პროექტების ანგარიში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სკოლის დირექტორები და საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნის“ მიერ განხორციელებული პროექტის ,,წიგნიერი და პატრიოტი თაობის“ მონაწილეები და გამარჯვებულები. აღნიშნულ პროექტში ჩართულია40 სკოლა და 200-მდე ბავშვი. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეუფლებიან რელიგიების ისტორიას, ფსიქოლოგიას, ეცნობიან სხვადასხვა ეთნოკულტურებს, რისი სწავლებაც სახელმწიფოებრივ აზროვნებას უყალიბებს მოზარდებს.

ცენტრს აქვს ფსიოლოგიური დახმარების ჯგუფი, რომლის მიზანია გაამარტივოს კომუნიკაცია და წვლილი შეიტანოს ფსიქო განათლებაში. ფსიქოლოგები ასევე მუშაობენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ბულინგი და კონფლიქტები მოზარდებთან.

ორგანიზაციას აქვს სამეცნიერო პორტალი „დოქტრინა,“ რომლის მიზანია მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე სამეცნიერო ტენდენციების შესახებ ოპერატიულად განახლებადი ინფორმაციის მიწოდება ახალგაზრდებისათვის; ასევე, ადგილობრივი სამეცნიერო საზოგადოების, ახალგაზრდა მკვლევარ-ანალიტიკოსთა, სტუდენტთა სამეცნიერო შეხედულებების პოპულარიზაციისათვის ეფექტური საკომუნიკაციო სივრცის ფორმირება.

,,დავითიანნი“ ინტენსიურად მართავს შეხვედრებს, რომლის მიზანიც არის ახალგაზრდებში ცნოებიერების ამაღლება სასულიერო თემებზე;

და ბოლოს, „დავითიანნი“ ყოველ წლიურად აცხადებს NGO ხელშეწყობის და ახალგაზრდობის განვითარების პროექტებს, რომლის ფარგლებშიც ის აფინანსებს პროქტებს და ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოში მცხოვრებ ნიჭიერ ახალგაზრდებს საკუთარი ორიგინალური, საინტერესო და საზოგადოებისთვის მნიშნელოვანი იდეების განხორციელებაში.

 მისმა უწმინდესობამ დალოცა ახალგაზრდები, მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და შემდგომი წარმატებები უსურვა ,,დავითიანს“. ასევე ურჩია მათ ბუნებასთან დაახლოება, რათა ღვთის ხელი და მადლი უკეთ შეიგრძნონ.