საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია (04.08.2020)

ა.წ. 14 ივლისს ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობაში კავშირი “21-ე საუკუნის’’  ინიციატივით შედგა ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც  იღებდნენ.


შეხვედრაზე  განიხილეს და მხარი დაუჭირეს აღნიშნული ორგანიზაციის მიერ  საქართველოს მთავრობის #117 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის პროექტს, რაც  ითვალისწინებს  კომპენსაციის მიცემას ყველა იმ რელიგიური გაერთიანებისთვის, რომელთაც საბჭოთა პერიოდში მიადგათ ზარალი .

ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის მხარს უჭერდა  ზემოაღნიშნულის განხორციელებას.

ეს პოზიცია არაერთხელ იქნა გაჟღერებული ჩვენ მიერ  და ვიმედოვნებთ, იგი  რეალობად მალე იქცევა.