საქართველოს საპატრიარქოს და ბოდბის მონასტრის მხარდაჭერით N5 პენიტენციური დაწესებულების ეზო გამწვანდა

ა.წ. 22 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მიერ ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელდა გამწვანების ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მსჯავრდებულებმა ბოდბის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის (წინამძღვარი თეოდორა (მახვილაძე) მიერ ნაჩუქარი 600-მდე ყვავილი და ბუჩქი დარგეს.

ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა, ქ-ნმა ლალი გოგინავამ, რომელმაც დაწესებულებაში მყოფთათვის ჩაატარა ტრენინგი მცენარეთა მოვლისა და გამრავლების შესახებ. მან მსჯავრდებულებს გადასცა ბიო სასუქი, ბიო შესაწამლი საშუალებები და სოფლის მეურნეობის შემსწავლელი ლიტერატურა. სასწავლო-შემეცნებით საუბარს 40-მდე მსჯავრდებული დაესწრო.

ასევე საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით  შეივსო N6 და N5 პენიტენციურ დაწესებულებათა ბიბლიოთეკები.