სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (03.05.2020)

სახელითა მამისთა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დღეს არის მენელსაცხებლე დედების ხსენება. დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ ის, რაც გააკეთეს მათ და რამდენი გაბედული ნაბიჯი გადადგეს. იმ დროს, როცა მოციქულებმა დატოვეს ჯვარცმული მაცხოვარი, მენელსაცხებელი დედები ჯვართან იდგნენ და იქ იზიარებდნენ ტკივილს მაცხოვრისას. მენელსაცხებელმა დედებმა თავისი მხრებით იტვირთეს სიმძიმე ეკლესიისა. ისინი ქადაგებდნენ მთელ მსოფლიოში და ჩვენ ვმადლობთ და თაყვანს ვცემთ მათ ღვაწლს.

შემთხვევით არ არის, რომ ჩვენმა წინაპრებმა თამარ მეფე მიაკუთვნეს მენელსაცხებელ დედებს და გაუთანასწორეს მათ.

მარიამ მაგდალინელი და სხვები ხარობენ და ზეიმობენ აღდგომას მაცხოვრისა. მათი ლოცვა -კუთხევა შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს.

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას უჭირს, როცა ხალხს უჭირს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას. ეკლესია აღაშენა მაცხოვარმა და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას.

შეგეწიოთ მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა. სიხარული და სიყვარული, წყალობა და მადლი უფლისა იყოს თქვენ ზედა!

ჩვენთან არს ღმერთი!