თბილისი იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით დაილოცა

დღეს, 26 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი)  იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით ვერტმფრენით შემოუფრინა თბილისს და დალოცა ქალაქი.

ახლო მომავალში დაგეგმილია უფრო მასშტაბური ლოცვითი შემოვლა საქართველოს საზღვრებზე.