უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა
წმიდა სინოდის თავმჯდომარე
ერისკაცობაში – ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი
დაიბადა: 1933 წლის 4 იანვარს, ქ. ორჯონიკიძეში (1991 წლიდან – ვლადიკავკაზი).
1952 წელს დაამთავრა ქ. ვლადიკავკაზის #22-ე საშუალო სკოლა.
1952-1956 – მოსკოვის სასულიერო სემინარია.
1956-1960 – მოსკოვის სასულიერო აკადემია.
16. 04. 1957წ. – ბერად აღკვეცა.
18. 04. 1957წ. – დიაკვნად კურთხევა.
10. 5. 1959წ. – მღვდლად კურთხევა.
1960-1963წ. – ბათუმის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური.
19. 12. 1960წ. – იღუმენის წოდება.
16. 09. 1961წ. – არქიმანდრიტის წოდება.
26. 08. 1963წ. – ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი.
1963-1968წ. – მცხეთის სამოძღვრო-საღვთისმეტყველო სასწავლებლის დირექტორი.
1968-1970წ. – მცხეთის სამწლიანი სამოძღვრო-საღვთისმეტყველო სასწავლებლის დირექტორი.
1970-1972წ. – მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი.
01. 09. 1967წ. – ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი.
15. 05. 1969წ. – მიტროპოლიტის წოდება.
1972წ. – მეორე პანაღია.
1975წ. – სკუფიაზე ბრილიანტის ჯვარი.
09. 11. 1977წ. – წმ. სინოდის განჩინებით აირჩიეს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ.
23. 12. 1977წ. – მე-12 ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
25. 12. 1977წ. _ შედგა ახლადარჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია.
13. 01. 1979-1983წ. – ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი.
1997წ. – კრიტის სასულიერო აკადემიის საპატიო წევრი.
1997წ. – გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი.
1998წ. – ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიის ღვთისმეტყველების დოქტორი.
22. 01. 2001 – საქართველოს ეკლესიის ჯილდო, წმ. გიორგის I ხარისხის ორდენი.
2002 – თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭა.
05. 03. 2003წ.; 4. 04. 2004წ.; 25. 01. 2005წ.; 30. 09. 2009წ. – თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი.
21. 12. 2010 – ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი (დაემატა ტიტული).
29. 12. 2010 – შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ოქროს მედალი.
23. 01. 2013 – მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის პრემია: „განსაკუთრებული დამსახურებისთვის მართლმადიდებელ ხალხთა და ეკლესიათა შორის ძმური ურთიერთობების განმტკიცების საქმეში“.
19. 06. 2013 – ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით საპატიო დოქტორის წოდება.
21. 11. 2013 – სამართლიანობის უმაღლესი ორდენი (მსოფლიო იურისტთა ასოციაციის ჯილდო).
ანგელოზის დღე: 2 აგვისტო – ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღე.
მისამართი: ქ. თბილისი. ერეკლე II მოედანი #1
ტელ.: (+995 32) 98 95 28, ფაქსი: 98 71 14
მცხეთა-თბილისის ეპარქია (ქ. თბილისი, ქ. მცხეთა, მცხეთის მუნიციპალიტეტის ნაწილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნაწილი) – უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (შიოლაშვილი-ღუდუშაური).
კათედრა თბილისსა და სვეტიცხოველში, რეზიდენცია თბილისში.
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია (ქ. სოხუმი, სოხუმის, გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშისა და ოჩამჩირის მუნიციპალიტეტები).
კათედრა ბიჭვინთაში, რეზიდენცია სოხუმში