სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (19.11.2017)

დღეს დასალოცად მოსულები არიან შემდეგი გვარები: მოლოდინები და ჯილანძეები.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ.
გუშინ საპატრიარქოს ჩოხოსნების ორგანიზებით თბილისში ჩატარდა მორიგი საყოველთაო ჯვრისწერა და ჯვარი დაიწერეს და ილოცებიან შემდეგი წყვილები: ავთანდილ და თინათინ სოსელიები; ტარიელ და დარიკო მითაგვარიები; ბორის და თამარ ნასარიძეები; ზურაბ და ლამზირა კეშელევაბი; კახაბერ და ნინო ადეიშვილები; სავლე და ნინო შუკაკიძეები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგამრავლოთ, ბევრი შვილები მოგცეთ და ბედნიერი გამყოფოთ სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა.
ასევე შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს არის გიორგობა. გიორგობის წირვა-ლოცვა ჩატარდება ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძარში და გიორგობის დღის საღამოს იქნება დალოცვა ახლადმონათლულების, ექვსასზე მეტი ბავშვი ინათლება.
მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დააჯილდოვა შემდეგი სასულეირო პირები:
იღუმენი სერგი (კურცხალაძე) აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.
დეკანოზი დავით შენგელია დაჯილდოებულ იქნა მიტრის ტარების უფლებით.
დეკანოზი გიორგი უშიკიშვილი დაჯილდოებულ იქნა მიტრის ტარების უფლებით.
დეკანოზი გიორგი რაზმაძე დაჯილდოებულ იქნა მიტრის ტარების უფლებით.
დეკანოზი ილია ჩაკვეტაძე დაჯილდოებულ იქნა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
მღვდელი გიორგი შაშვიაშვილი აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულ იქნა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
მღვდელი იოანე კვანჭიანი დაჯილდოებულ იქნა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში.
მღვდელი გოჩა წიწილაშვილი დაჯილდოებულ იქნა ოქროს ჯვრით და აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს არის ჩვენი დიდი ეროვნული დღესასწაული _ გიორგობა. ჩვენ წირვა-ლოცვას ქაშუეთში აღვავლენთ. ისე ყველა ტაძარში იქნება წირვა.
ჩვენთან არს ღმერთი.