მაღალყოვლადუსამღვდელოესი – შიო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი
ერისკაცობაში – ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი
დაიბადა: 1969 წლის 1 თებერვალს, ქ. თბილისში.
ანგელოზის დღე: ყველიერის ხუთშაბათი – ღირსი შიო მღვიმელის ხსენება.
ბერად აღკვეცა: 05. 01 1993
დიაკვნად კურთხევა: 19. 08. 1995
მღვდლად კურთხევა: 06. 05. 1996
ეპისკოპოსად კურთხევა: 07. 09. 2003
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 20. 09. 2009
მიტროპოლიტობა ებოძა: 02. 08. 2010
მისამართი: ქ. სენაკი, ზემო თეკლათის დედათა მონასტერი.
ტელ.: (+995 413) 25 00 04
მობ.: (+995 599) 15 15 89
სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია (ქ. სენაკი, ქ. ჩხოროწყუ, სენაკისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები)
კათედრა სენაკში, რეზიდენცია თეკლათში.
ვრცლად:
მიტროპოლიტიშიო, ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი, დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან, ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში. კონსერვატორიის პირველ კურსზე მან გაიმარჯვა ვიოლონჩელისტების პირველ რესპუბლიკურ კონკურსზე (გავიდა პირველ ადგილზე). 1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ – ეკონომოსად. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.
2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად. 2003 წლის 6 სექტემბერს იღუმენმა შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში ასე დაიწყო თავისი გამოსვლა:
“თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, სრულიად საქართველოს მამათმთავარო და მოწყალეო მამაო,
მაღალყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, პატიოსანნო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო!
უფლის ნებით და თქვენი წარდგინებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა განაჩინა ჩემი დადგინება სენაკისა და ჩხოროწყუს ღვთივდაცული ეპარქიის ეპისკოპოსად.
პირველ რიგში, ალბათ მადლიერების და სიხარულის გრძნობას უნდა გამოვხატავდე თქვენს წინაშე, მაგრამ მინდა ვაღიარო, რომ ამ დღეებში უფრო მეტად ვფიქრობ საკუთარი ადამიანური სისუსტისა და უღირსების შესახებ.
წმიდა წერილიდან და ეკლესიის სწავლებიდან ცნობილია, თუ რამდენად მაღალია ამ მსახურების მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა. მღვდელმთავარი არის სამოციქულო მსახურების გამგრძელებელი და პასუხს აგებს ღმერთის წინაშე თავისი ეპარქიის, მრევლისა და სამღვდელოების სულიერ მდგომარეობაზე. იგი მოწოდებულია იყოს მაგალითი სიტყვის, აზროვნების, სიყვარულის, თავმდაბლობის, რწმენის, თავგანწირვის, სიწმიდის, ლოცვის, მსახურებისა და სხვა ყოველგვარი სათნოების, ამასთან ერთად, იგი კარგად უნდა ერკვეოდეს თანამედროვე ცხოვრების საკითხებში და შეეძლოს პასუხის გაცემა ზოგიერთ ისეთ შეკითხვაზე, რომელიც არ იდგა წარსულში მოღვაწე სამღვდელოების წინაშე. ამასთან დაკავშირებით მოვიყვან წმიდა იოანე ოქროპირის შემდეგ სიტყვებს: “მღვდელმთავარი, რომელიც შეიქმნება ღირსი ასეთი დიდებული მსახურებისა, მხოლოდ წმიდა კი არა, ფრიად კეთილგონიერი და ბევრ რამეში გამოცდილი უნდა იყოს. ერისკაცზე ნაკლებად როდი უნდა იცოდეს საერო ამბები, ამასთან, მთაში მცხოვრებ მონაზონზე უფრო მეტად უნდა იყოს თავისუფალი ყველაფრისაგან და რადგანაც საეკლესიოსთან ერთად საზოგადო საქმეებსაც განაგებს, ამდენად მრავალმხრივი კაციც უნდა იყოს”, – ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი. მაგრამ მთავარი შეკითხვა, რომელიც თავის თავში ყველა სხვა კითხვას მოიცავს, არის უფლის შეკითხვა პეტრე მოციქულისადმი: “სიმონ იონასო, გიყვარ-მეა?” (ინ. 21,17). და ალბათ, მღვდელმთავრის მოღვაწეობაც უნდა იყოს ამ შეკითხვაზე დადებითი პასუხის მუდმივი გამოვლინება.
იმის გამო, რომ ეს ყველაფერი კარგად მაქვს შეგნებული, უფრო მძაფრი ხდება საკუთარი უძლურების და მოუმზადებლობის შეგრძნება. დღეს, როგორც არასდროს, განვიცდი, თუ რამდენად შეუფერებელი შეიძლება აღმოვჩნდე ამ დიდი საქმისათვის, რომ არა ღვთის შემწეობა და თქვენი ლოცვა-კურთხევა და მხარდაჭერა. ამასთან ერთად ვშიშობ, რომ ჩემი პირადი განცდების მიზეზით არ დავუპირისპირდე უფლის წმიდა ნებას და ამიტომ მთლიანად ვენდობი თქვენს სულიერ ხედვასა და დიდ გამოცდილებას.
ჩემს სანუგეშოდ ხშირად ვიხსენებ უფალი იესო ქრისტეს სიტყვებს პავლე მოციქულის ეპისტოლედან, სადაც უფალი ამბობს, რომ მისი ძალა უძლურებაში აღსრულდება. დიდად მანუგეშებს აგრეთვე, თქვენო უწმიდესობავ, თქვენს მიერ წმიდა სინოდის კრების შემდეგ წარმოთქმული მილოცვის სიტყვები, სადაც თქვენ ბრძანეთ, რომ მღვდელმთავრის გამორჩევა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ღვთის ნებითა და ლოცვა-კურთხევით. ამის გარდა სულიერად მამხნევებს დიდი მამების ცნობილი გამონათქვამი იმის შესახებ, რომ ადამიანი თვითონ არ უნდა ცდილობდეს უფრო მძიმე ჯვრის აღებას, მაგრამ არც უარს უნდა ამბობდეს, თუ ამას ეკლესიის საჭიროებიდან გამომდინარე შესთავაზებენ და აკურთხებენ.
ამიტომ, ვხედავ რა წმიდა სინოდის დადგენილებაში ღვთის ნებას, უდიდესი მადლიერების გრძნობით და მორჩილებით ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და ვითხოვ შენდობას ჩემი უღირსების გამო.
ჩემთვის ამ ყველაზე მნიშვნელოვან წუთებში მინდა დიდება და მადლობა შევწირო უფალსა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს იმ დიდი წყალობის და სიყვარულის გამო, რომლის შეგრძნებაც მანიჭებს ძალას, ნუგეშსა და ყველაზე დიდ სიხარულს ჩემს ცხოვრებაში.
მადლობას მოგახსენებთ პირადად თქვენ, თქვენო უწმიდესობავ, იმ დიდი პატივისათვის, რომელსაც დღეს მანიჭებთ. მადლობას გიხდით თქვენი მოღვაწეობისათვის, რომელიც ჩემთვის მაღალი მსახურების დიდი მაგალითია და თვალწინ მიდგას და მაძლიერებს მთელი ამ წლების განმავლობაში. მადლობას გიხდით, როგორც სულიერ მამას, რამეთუ ჩემი საეკლესიო მსახურების ყველაზე რთულ მონაკვეთში ყოველთვის ვგრძნობდი თქვენგან მამობრივ სიყვარულსა და მფარველობას. თქვენი რჩევების და ლოცვა-კურთხევის შესრულება მაძლევდა საშუალებას ღირსეულად გადამეტანა მრავალი სირთულე, რაც შემხვედრია მსახურების განმავლობაში.
ჩემთვის უდიდესი პატივია ისიც, რომ წილად მარგუნეთ მსახურება სწორედ სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში, რომლის მოსახლეობაც ცნობილია თავისი მაღალი განვითარებითა და სარწმინოებისადმი ერთგულებით, და სადაც ინახება ისეთი დიდი სიწმიდეები, როგორიცაა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხელის ნაწილი და წმიდა ბერის – ალექსი შუშანიას ნეშთი, რომელთა ლოცვას მინდა შევავედრო ჩემი მომავალი მსახურება და ეპარქიის მთელი მოსახლეობა.
მადლობას მოგახსენებთ თქვენ, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო ჩემდამი გამოხატული ნდობისათვის და იმ თბილი და კეთილი დამოკიდებულებისათვის, რომელიც ყოველთვის მეხმარებოდა და მიადვილებდა სამღვდელო მსახურებას.
მადლობა მინდა ვუთხრა და შეწევნა ვთხოვო სამღვდელო და სამონაზვნო დასის წარმომადგენლებს, რომლებთანაც ურთიერთობა მქონია მონასტერში თუ ქალაქში და რომელთა კეთილი რჩევები და მეგობრული თანადგომა ყოველთვის მემახსოვრება.
დიდი სიყვარულითა და მადლიერების გრძნობით მინდა მოვიხსენო აგრეთვე ის ადამიანები, რომლებიც ჩემთან, როგორც სულიერ მოძღვართან მოდიოდნენ და ვთხოვო მათ შენდობა და ლოცვებში მოხსენიება.
თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, დღეს თქვენს წინაშე წარდგომილი ამ წმიდა ტაძარში კიდევ ერთხელ ვითხოვ თქვენგან შენდობასა და მეოხებას ამ დიდი და წმიდა მსახურებისათვის. გევედრებით გააძლიეროთ თქვენი წმიდა ლოცვები და თქვენი ყოვლადპატიოსანი ხელდასხმის მეშვეობით გარდამოავლინოთ მადლი სულისა წმიდისა ჩემი უღირსების განსაწმედელად და ახალ მსახურებაში გასაძლიერებლად, სადიდებლად უფლისა და მართლმადიდებელი ეკლესიისა, ამინ!” (68, 2003, 9).
7 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა იღუმენ შიოს ეპისკოპოსად კურთხევა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შეასრულა წმიდა სინოდის წევრების თანამონაწილეობით. წირვის ბოლოს უწმიდესმა და უნეტარესმა სიტყვით მიმართა მეუფე შიოს:
“თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფე შიო,
ეპისკოპოსო სენაკისა და ჩხოროწყუსა,
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, ძმანო და დანო,
ჩვენთან არს ღმერთი!
მართლაც დიდია უფალი და საკვირველია მისი საქმენი. წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: “დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი: და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა”. ღვთის განგება მიუწვდომელია. ჩვენ უბრალოდ უნდა ვეცადოთ, აღვასრულოთ ნება ღვთისა და გვახსოვდეს, რომ უფალი მეფობს, მეფობს ცასა და ქვეყანასა ზედა, მეფობს ჩვენს გულსა და გონებაში.
დღეს აღსრულდა ნება ღვთისა, – შესრულდა წმიდა სინოდის განჩინება. ჩემი აზრით, ეს განჩინება რუის-ურბნისის კრებაზე მიღებულ დოკუმენტს არ ჩამოუვარდება.
მოგეხსენებათ, ურბნისის ტაძარში, წმიდა სინოდის ისტორიულ კრებაზე, ხუთი ახალი საეპისკოპოსო კანდიდატი დასახელდა. დღეს შესრულდა მეხუთე ეპისკოპოსის – სენაკისა და ჩხოროწყუს მღვდელმთავრის კურთხევა. მეუფე შიო, ეს არის დიდი მადლი და წყალობა ღვთისა, როდესაც უფალი ადამიანს დიდ მადლს ანიჭებს, მასში თავმდაბლობა და მორჩილება უნდა გამრავლდეს. თუკი ეს არ მოხდა, მაშინ ღვთის მადლი, ადამიანის ამპარტავნებისა გამო, კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს და შესაძლოა, ადამიანი დაიღუპოს კიდეც. ერთადერთი გზა გადარჩენისა, – ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი რწმენა, სიყვარული და მორჩილება; ეს არის უფლის მიერ დასახული გზა. სწორედ ამ გზით უნდა იარო, მეუფეო, დღეიდან სიცოცხლის ბოლო წუთამდე, მხოლოდ იგი მიგიყვანს სასუფეველში.
არ არის შემთხვევითი, შენ სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსად რომ გაკურთხეთ. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. თვითონ ქალაქის სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ იქ დიდი ადამიანები მოღვაწეობდნენ. ეს იყო სენაკი მრავალი სასულიერო პირისა. თუნდაც, გავიხსენოთ ბოლო პერიოდის დიდი მოღვაწენი, რომელთაც მთელი საქართველო ასახელეს. დღეს მათ წმიდა სახელებს მთელი მართლმადიდებლური სამყარო იცნობს.
სენაკში მოღვაწეობდნენ წმიდა მამა ალექსი შუშანია, მონაზვნები – ფავსტო და ეფსიმე, მამა კონსტანტინე ქვარაია, ჩემი დიდი მოძღვარი – მამა შიო ძიძავა და მრავალი სხვა. ასე რომ, მეუფე შიო, შენ მადლმოსილ ისტორიულ ეპარქიაში მიდიხარ და ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ამ ეპარქიაში არსებული მადლი კიდევ უფრო გაამრავლო და გააძლიერო. ძალიან კარგად ვიცნობ სენაკელებს, არაერთხელ მქონია მათთან შეხვედრა და ვიცი, რომ მთელი მოსახლეობა დიდი სიყვარულით დაგხვდება, უკვე ის ფაქტი, რომ დღეს სენაკელები საგანგებოდ ჩამოვიდნენ თავიანთი ეპარქიის მღვდელმთავრის კურთხევაზე, მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ მოსიყვარულე მრევლი გეყოლებათ. მაგრამ, ამასთან, ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ მღვდელმთავრის წოდება მოწამეობრივია; ეპისკოპოსი მუდამ განსაცდელის წინაშე დგას. იგი პასუხისმგებელია უფლის წინაშე არა მარტო საკუთარ სულზე, არამედ სამღვდელოებასა და მთელ მრევლზე. ამიტომ უნდა გაძლიერდე ლოცვით, მარხვით, მოღვაწეობითა და, რაც მთავარია, თავმდაბლობითა და მორჩილებით. შენ გელის მშვიდობა და სიხარული. ახლა კი მიიღე კვერთხი, რომელიც არის სიმბოლო მღვდელმთავრის მადლისა და დალოცე სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია და სრულიად საქართველო.
როგორც მოგახსენეთ, სენაკი, მისი მიმდებარე სოფლები და მთელი ეპარქია მადლმოსილი კუთხეა საქართველოსი. ბოლო წლებში ამ ეპარქიაში დიდი ღვაწლი გასწია მეუფე გრიგოლმა, რომელიც იქ მოღვწეობდა. ახლა იგი ფოთისა და ხობის ეპისკოპოსია. მინდა სენაკელების სახელით, წმიდა სინოდისა და მთელი მრევლის სახელით მადლობა გადავუხადო მას ამ დიდი მოღვაწეობისთვის და გახაროთ, რომ იგი აღყვანილია მთავარეპისკოპოსის ხარისხში. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს მთავარეპისკოპოსი გრიგოლი.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდი მადლის მონიჭებას, რომელიც უფალმა ჩვენზე მოიღო. მშვიდობა, წყალობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენთან და მთელ საქართველოში. ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!” (68, 2003, 9).
2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წლის ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.
2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.
2017 წლის 23 ნოემბერს დაინიშნა სრულიად საქართთველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ.
2018 წლის 21 ივნისს წმინდა სინოდის სხდომაზე დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.