საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (31.03.2013)

სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით რამდენიმე დღე მიმდინარეობდა მსჯელობა სახელმწიფოს მხრიდან 25 მილიონი ლარით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების შესახებ და იყო მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებას უარყოფითი განწყობა შექმნოდა ამ თანხის გამოყოფის გამო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:
1.საერთოდ, სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური გაერთიანებების პირდაპირი ან ირიბი (ხელფასები სასულიერო პირებისათვის, ზრუნვა მათ საყოფაცხოვრებო პირობებზე, გრანტები, ფინანსური შეღავათები და სხვ.) დაფინანსება ჩვეულებრივი პრაქტიკაა დემოკრატიული ქვეყნების და, მათ შორის, ევრო კავშირის წევრ სახელმწიფოებისთვის. ამასთან, ამ მიზნით იქ გაცილებით დიდი ფინანსები გაიცემა და ეს ხდება, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპაში არც აგრესიულ ათეიზმს და არც კომუნისტურ ეპოქას ადგილი არ ჰქონია.
2. 2002 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებით (XI მუხლი), სახელმწიფო აღიარებს XIX და განსაკუთრებით XX საუკუნეში, კომუნისტური რეპრესიების დროს, ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას. ჩვენის მხრიდანაც არა ერთხელ იქნა განმარტებული, რომ საპატრიარქო სახელმწიფოსგან თანხას სწორედ ამ სახით იღებს. ამდენად იგი არ წარმოადგენს დახმარებას, როგორც ეს გაფორმდა წინა ხელისუფლების მიერ, არამედ, _ მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას; ვიმედოვნებთ, ხელისუფლება მომავალში სწორედ ამ ფორმულირებას მიანიჭებს მას.
3. მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა არ არის მიზნობრივი და მის განკარგვაში ეკლესია თავისუფალია, ჩვენ, გავითვალისწინეთ რა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, არ მოვიხმარეთ იგი საკუთარი საჭიროებისათვის (თუმცა სოფლად, განსაკუთრებით მთის რეგიონში, მოღვაწე სასულიერო პირების შემოსავალი მეტად მწირია, ასევე საპატრიარქოს თანამშრომლების ხელფასებიც მიზერული, _ 180 ლარიდან 220 ლარამდე) და ვამჯობინეთ გადასახადის გადამხდელთა თანხები, ჩვენის აზრით, მეტად მნიშვნელოვანი ორი მიმართულებით, – სოციალური და საგანმანათლებლო საქმიანობით, _ ისევ ხალხისთვის დაგვებრუნებინა.
4. რატომღაც იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ეკლესია ასაიდუმლოებს 25 000 000 ლარის განკარგვას, მაშინ, როდესაც დაინტერესებულ პირთ ისედაც შეუძლიათ მასალა იხილონ ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე. შევნიშნავთ იმასაც, რომ ფული ხელზე არავის მიეცემა, არამედ ერიცხებათ კონკრეტული დანიშნულებით, ნაწილ-ნაწილ, წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით და ეს პროცესი სახელმწიფოს მხრიდან კონტროლდება.
5. სულ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებულ 90-მდე სასწავლო დაწესებულებაში 17 918 მოსწავლეა, რომელთაგან 856 მუდმივად ცხოვრობს პანსიონში, 525 ბავშვთა სახლებშია, 130 მოხუცებულთა თავშესაფარში, ამათ ყველას 2119 თანამშრომელი ემსახურება, რომელთგან 1364 პედაგოგია.
თუ გავითვალისწინებთ, რომ, ხელფასების გარდა, ეკლესიამ უნდა უზრუნველყოს სათანადო შენობების აგება, მათი კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა, კომუნალური ხარჯების დაფარვა და სათანადო კვება, ბუნებრივია, რომ გამოყოფილი თანხა ამას არ ეყოფა და არც ყოფნის. ამიტომაც რიგი სასწავლებლები მხოლოდ ნაწილობრივ ფინანსდება და ისინი იძულებულნი არიან, შემოსავლის სხვა წყაროები მოიძიონ.
6. წარმოგიდგენთ 25 000 000 ლარის განაწილების ცხრილს:
2013 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საპატრიარქოს ორგანიზაციების სია
რიგ. # ორგანიზაციული კოდი დასახელება 2013 წლის გეგმა1 45 01 01 გელათის სასულიერო აკადემია, ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, ქუთაისის სასულიერო სემინარია 500000 45 01 02 ახალციხის სასულიერო სემინარია 4000002 1 მ.შ. სასულიერო სემინარია საფარაში 3 2 სამრევლო სკოლები: ასპინზაში 4 3 ვალეში 5 4 სოფ. უდეში 6 5 სოფ. არალი 7 6 სოფ. ივლიტი 8 7 სოფ. ბენარი 9 8 სოფ. მოხი 10 45 01 03 გელათის მეცნიერებათა აკადემია 130000 45 01 04 თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 256370011 1 მ.შ. სასულიერო აკადემია-სემინარია 12 2 საღვთისმეტყველო ინსტიტუტი 13 45 01 05 საქართველოს საპატრიარქოს წმ.ილია მართლის სახ. თბილისის სკოლა 236000 45 01 07 ა(ა)იპ – მესტიის ქრისტიანული განათლების ცენტრი 36000014 1 მ.შ. ქრისტიანული კულტურის ცენტრი 15 2 გიმნაზია 16 45 01 08 საქ. ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) კავშირი (ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმი) (თბილისში) 8300017 45 01 09 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმ. მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა 29000018 45 01 10 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახ. სკოლა-პანსიონი (თბილისში) 56000019 45 01 11 ა(ა)იპ ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა 18000020 45 01 12 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ამბროსი ხელაიას სახ. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (მარტვილში) (სკოლა-პანსიონი) 45000021 45 01 13 ა(ა)იპ წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახ. წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია 19000022 45 01 14 ა(ა)იპ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. სამრევლო სკოლა (ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა) 16650023 45 01 15 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოანე ბოლნელის სახ. სკოლა (ბოლნისში) 15000024 45 01 17 ა(ა)იპ წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების სახ. მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშ. სკოლა (თბილისში) 64000025 45 01 18 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა დავითიანნი 18000026 45 01 19 ა(ა)იპ ”წმინდა ნინოს სახელობის საირხის სასულიერო სკოლა-პანსიონი” (საჩხერის რ-ნ) 33000027 45 01 20 ა(ა)იპ ”წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლა” 32000028 45 01 21 ა(ა)იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია 25000029 45 01 22 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახ. სამრევლო სკოლა (ოზურგეთში) 13000030 45 01 23 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმიდა იოანე ნათლოსმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია 17000031 45 01 24 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ზუგდიდის წმ.გიორგის სახ. გიმნაზია 22000032 45 01 25 ა(ა)იპ სტეფანწმიდის წმინდა ილია მართლის სახ. გიმნაზია-პანსიონი 42000033 45 01 26 ა(ა)იპ ყვარლის წმ. აბიბოს ნეკრესელის სახ. სასულიერო სემინარია (ყვარელში) 32000034 45 01 27 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი (სამედიცინო) (თბილისში) 47000035 45 01 28 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახ. მართლმადიდებლური სკოლა (თბილისში) 6400036 45 01 29 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ლაზარე 16080037 45 01 30 ა(ა)იპ წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახ. სკოლა (ნიქოზში) 130000 45 01 31 ა(ა)იპ ცაგერისა და ლენტეხის საგანმანათლებლო და კულტურულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი 29000038 1 გიმნაზიები: ცაგერში 39 2 ლენტეხში 40 3 სემინარია 41 4 საღვთისმეტყველო ინსტიტუტი 42 45 01 32 ა(ა)იპ მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა 115000 45 01 33 ა(ა)იპ სულიერებისა და კულტურის ცენტრი (გორში) 20000043 1 მ.შ. გიმნაზია გორში 44 2 საბავშვო ბაგა-ბაღი 45 3 კულტურისა და სულიერების ცენტრი 46 4 კასპის სამრევლო სკოლა 47 5 სობისის სამრევლო სკოლა 48 6 უპოვართა სასადილო კარალეთში 49 7 უმწეოთა თავშესაფარი 50 45 01 34 ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატი (დედოფლისწყაროში) 14000051 45 01 35 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა (ოზურგეთი) 18000052 45 01 36 ა(ა)იპ წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია (სენაკში) 15000053 45 01 37 ა(ა)იპ რუსთავისა და მარნეულის ეპარქიასთან არსებული სახელობო სკოლა 5000054 45 01 38 ა(ა)იპ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯი (თბილისში) 44410055 45 01 39 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ურბნისისა და რუისის ეპარქიის ქარელის წმ.გიორგი მთაწმინდელის სახ. გიმნაზია 19300056 45 01 40 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი (ხაშურში) 15000057 45 01 41 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიაროსთან არსებული წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფარი (წავკისში) 12000058 45 01 42 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მოციქულთა სწორის ნინო ქართველთგანმანათლებლის სახელობის ვანის მართლმადიდებლური გიმნაზია 175000 45 01 43 ა(ა)იპ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის განვითარების ფონდი 5700059 სამრევლო სკოლა თიანეთში 60 სამრევლო სკოლა შატილში 61 45 01 44 ა(ა)იპ ქართული საგალობლისა და სიმღერის საერთაშორისო ცენტრი 100000 45 01 45 სრულიად საქართველოს საპატრიარქო 78310062 1 Mმ.შ. დასავლეთ ევროპის ეპარქიის განათლების ცენტრი (11 სამრევლო სკოლა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში) 63 2 საპატრიარქოს განათლების ცენტრი 45 01 46 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი (მგალობელთა და ლოტბართა) (თბილისში) 76210064 მ.შ. სასწავლო უნივერსიტეტი 65 საპატრიარქოს სამრევლო სკოლა 66 სამების ტაძრის მგალობელთა გუნდი 67 45 01 47 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი (თბილისში) 28100068 45 01 48 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი 15000069 45 01 49 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული მოწყალების ცენტრი 5000070 45 01 50 ა(ა)იპ “საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმიდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზია” (ზუგდიდის რ-ნ) 7000071 45 01 51 ა(ა)იპ “საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიათან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი” 70000 45 02 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი 124440072 1 მ.შ. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლი ზესტაფონში 73 2 საბავშვო ბაგა-ბაღი ზესტაფონში 74 3 გიმნაზია ხარაგაული 45 03 ა(ა)იპ – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი 185800075 1 მ.შ. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა გიმნაზია-პანსიონი (ბავშვთა სახლი) 76 2 გიმნაზიები: ბათუმში 77 3 ჩაქვში 78 4 ქობულეთში 79 5 სემინარია ბათუმში 80 6 საბავშვო ბაღები: ბათუმში 81 7 ქობულეთში 82 8 ჩაქვში 83 9 მართლმადიდებლური ცენტრი ქობულეთში 84 10 საზაფხულო ბანაკი ქობულეთში 85 45 04 საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატისათვის გადასაცემი გრანტი (ჯავახეთში) 95840086 45 05 საქართველოს საპატრიარქოს ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანისათვის გადასაცემი გრანტი (მოხუცთა თავშესაფარი) 260800 45 06 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი (ხულოში) 44690087 1 მ.შ. გიმნაზიები: ხულოში 88 2 ხიჭაურში 89 3 საბავშვო ბაღი ხულოში 45 07 წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი 23000090 1 მ.შ. ძეგვის ბავშვთა სახლი 91 2 ბედიანის ბავშვთა სახლი 92 45 08 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისათვის გადასაცემი გრანტი (თბილისში) 200010093 45 09 საქართველოს საპატრიარქოს ა(ა)იპ – ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტისათვის გადასაცემი გრანტი (ზემო აჭარაში) 135400094 45 10 ა(ა)იპ – სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციის და ადაპტაციის ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი (ბათუმში) 10000095 45 11 საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის სუბსიდირების ღონისძიებები 800000 45 12 ა(ა)იპ – ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრისთვის გადასაცემი გრანტი 50000096 1 მ.შ. სახელობო სასწავლებელი 97 2 საღვთისმეტყველო სასწავლებელი 45 13 ა(ა)იპ ფოთის საგანმანათლებლო და კულტურულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი 65310098 1 მ.შ. სემინარია 99 2 გიმნაზია 100 3 ახალგაზრდული ცენტრი ს უ ლ 25000000
7. ზემოთ აღნიშნული აქტიურობების გარდა და მწირი შემოსავლის მიუხედავად, ჩვენ არაერთ სხვა საქველმოქმედო საქმიანობასაც ვეწევით, მაგრამ სახარებისეული პრინციპიდან გამომდინარე, _ ,,მარჯვენამ არა იცოდეს, რასა იქმს მარცხენა,” ხმაურს არასოდეს ვტეხდით; თუმცა, ბოლო დროინდელმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ,,ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა.”
8. და ბოლოს, კამპანია, რომელიც აგორდა მუსლიმურ ოჯახში დაბადებული გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გამო, კარგია რომ საზოგადოებამ გაითავისა, მაგრამ შხამიანი ისრების დამიზნება, რატომღაც ძირითადად საპატრიარქოსთვის უნდოდათ.
საქართველოში ყველა ბუნებრივი პირობაა იმისათვის, რომ შიმშილით არც ბავშვი გარდაიცვალოს და არც მოხუცებული, არც სანაგვეში ეძებოს ვინმემ ლუკმა-პური. საყოველთაო გაჭირვების მიზეზი რომ ეკლესიისთვის გადმორიცხული და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ,,დაკლებული” 25 მილიონი ლარი არ არის, ვგონებთ, ცხადზე ცხადია; ცხადია ისიც, რომ ეს ყველაფერი ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული მორიგი შემოტევის ნაწილია, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ყოველთვის, ახლაც ,,მოწოდების სიმაღლეზე” აღმოჩნდა.