საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია

 ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია 

ეპარქიის მღვდელმთავარი

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული ეპარქიაა, რომელიც დაარსებულია კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ.   მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში.საქართველოს საეპარქიო ნაწილებიდან ესაზღვრება ჩრდილო–აღმოსავლეთიდან ნეკრესის ეპარქია, ჩრდილო–დასავლეთიდან ბოდბის ეპარქია.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში აღნიშნული ტერიტორია  შედიოდა ბოდბის ეპარქიაში. 2009 წლის 30 აპრილის წმინდა სინოდის სხდომის განჩინებით (მე–6 პუნქტი), ჰერეთის მხარე გამოეყო ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიას და ჰერეთისთვის დაინიშნა ტიტულოვანი ეპისკოპოსი ადგილსამყოფელით ქ. თბილისში.თავიდან ეპარქიას ერქვა დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპარქია, ხოლო  2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის მიხედვით ეპარქიას დაუბრუნდა თავისი ისტორიული სახელი და ეწოდა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია. დღესდღეობით, ეპარქია მოიცავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტსა და ისტორიული ჰერეთის  ტერიტორიას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის 2015 წლის 12 იანვრის #ბრძანებს შესაბამისად ეპარქიის მმართველად დაინიშნა ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე).

საკათედრო ტაძარები მდებარეობს ქ.დედოფლისწყაროში და კახში, ხოლო საეპისკოპოსო რეზიდენცია ხორნაბუჯში.

ეპარქიაში მოქმედებს  სამი  მამათა მონასტერი, 20 ტაძარი.

ამჟამად მიმდინარეობს ორი დედათა მონასტრისა (სოფ.სამრეკლო და სოფ. მირზაანი) და სამი  ტაძრის მშენებლობა (სოფ.გამარჯვება, სოფ.ზემო ქედი და სოფ არხილოსკალო).

ეპარიაში მსახური სასულიერო პირები:

  1. არქიმანდრიტი ონოფრე ( წულაძე)
  2. დეკანოზი ნიკოლოზი (ლომსაძე)
  3. დეკანოზი გაბრიელი ( ბენიაიძე)
  4. იღუმენი იაკობი ( ჩაგუნავა) – სოფ. სამთაწყაროს წმ.ნინოს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი.
  5. დეკანოზი გიორგი ( ჯინაშვილი)
  6. დეკანოზი ლევანი ( იაკობიშვილი)
  7. დეკანოზი პეტრე ( ხუმარაშვილი) –კახის წმ.გიორგის და ალიბეგლოს წმ. ნინოს სახელობის ტაძრების წინამძღვარი.
  8. დეკანოზი ზაქარია (ყველაშვილი)
  9. მღვდელ – მონაზონი იოანე ( გივიშვილი)
  10. მღვდელ– მონაზონი პანტელეიმონი (ჩიტორელიძე)წმ. ელია თეზბიტელის სახელობის მამათა მონასტრის წიმანძღვარი.
  11. დიაკონი ზურაბი(დავითაშვილი)
  12. ბერი ექვთიმე  (ვარსიმაშვილი) – ქოჩების მონასტრის წინამძღვარი
  13. ბერი ეგნატე (ლობჟანიძე)
  14. ბერი ნოე (დანელია)
  15. მორჩილი ლევანი( ბურდული)
  16. მორჩილი დავითი (ასათიანი)
  17. მონაზონი სერაფიმა (კაპანაძე)
  18. მონაზონი ნინო (გურგენიძე)
  19. მონაზონი თეოდორა (ნადირაშვილი)
  20. მონაზონი მარიამი (თედორაძე)
  21. მონაზონი ეკატერინე(დევდარიანი)
  22. მორჩილი თეა (სხირტლაძე)
  23. მორჩილი ანა (ნაროზაული)
  24. მორჩილი შორენა (ჯანიაშვილი)