საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიები

  საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიები

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამწყსო ტერიტორიის საეპარქიო დანაწილება და მართვა წმიდა წერილსა და მსოფლიო საეკლესიო პრაქტიკის უძველეს ტრადიციას ეფუძნება. ეკლესიის მამათა თხზულებებში, მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა განჩინებებში მკაფიოდ არის განსაზღვრული ეპარქიის ჩამოყალიბების ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლები, ეპისკოპოსის უფლება-მოვალეობები, მისი არჩევა-დადგინების სულიერ-ზნეობრივი, ფიზიკურ-სოციალური და სხვა კრიტერიუმები

მსოფლიო საეკლესიო ტრადიციის შესაბამისად, საქართველოში ადრიდანვე არსებობდა ეპისკოპოსის ინსტიტუტი. მოციქულთა მიერ დაფუძნებულ პირველ ქრისტიანულ თემს, რომელიც მცირერიცხოვნებით გამოირჩეოდა, თავისი ეპისკოპოსი ჰყავდა. მოციქულთა მიერ საქართველოში დაარსებულ ეკლესიებსაც ჰყავდათ ეპისკოპოსები, რომელთა შესახებაც ისტორიულ წყაროებშია გაბნეული ცნობები. წმიდა ნინოს მიერ მოქცეული ქართლის პირველი ეპისკოპოსი საბერძნეთიდან მოწვეული იოანე იყო, რომელმაც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ აკურთხა მცხეთაში აშენებული ეკლესია, წუნდასა და მანგლისში საფუძველი დაუდო ახალ ეკლესიათა მშენებლობას, მდინარე მტკვარში საყოველთაო ნათლობა აღასრულა და სხვა. მან თავისი სამღვდელმთავრო მსახურებით მცხეთის პირველი საეპისკოპოსო დააფუძნა. საქართველოში იგი მთავარეპისკოპოსის წოდებით იხსენიება. მთავარეპისკოპოსს, შესაბამისად თავის დაქვემდებარებაში მყოფი ეპისკოპოსებიც ჰყავდა. საქართველოს ეკლესიის ეპარქიებად დაყოფის ისტორიისათვის თვალის მიდევნება შესაძლებელია წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის დროს 12 ახალი საეპისკოპოსო კათედრის – ახიზის, ერუშეთის, წუნდის, მანგლისის, ბოლნისის, რუსთავის, ნინოწმინდის, ჭერემის, ჩელეთის, ხორნაბუჯის, აგარაკის, მცხეთის, მოგვიანებით ნიქოზის – დაფუძნების შემდეგ.

მეფე ვახტანგის მიერ დაარსებული საეპისკოპოსოების განლაგება ემთხვეოდა იმ დროის ქართლის საერო-ადმინისტრაციულ დაყოფას: თითოეულ საერისთავოში ერთი საეპისკოპოსო მაინც არსებობდა. დიდ საერისთავოებში კი რამდენიმე ეპისკოპოსის სამწყსო იყო განთავსებული. საეპისკოპოსო ზოგჯერ მხოლოდ ერთი ქალაქით შემოიფარგლებოდა ხოლმე.

V ს. II ნახევარში ჩამოყალიბებული საეპისკოპოსოების რიცხვი 506 წლის დვინის საეკლესიო კრებაზე უკვე გაორმაგებულია. ამის შემდეგ საქართველოს საეპისკოპოსოების გამრავლება, მათი ორგანიზაციული, იერარქიული წყობილების სრულყოფა, ეკონომიკური მდგომარეობა, იურისდიქცია და საზღვრები დაკავშირებული იყო ქვეყნის სამოქალაქო-პოლიტიკურ ცხოვრებასთან.

XI ს. დასაწყისიდან პოლიტიკურად გაერთიანებული საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი „კათოლიკოს-პატრიარქის“ წოდებით მოიხსენიება. იმჟამად ერთიან საეკლესიო ორგანიზმად შეკავშირებულ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოთა ეპარქიების რიცხვი ხუთ ათეულსაც აღემატებოდა.

საქართველოში ადრიდანვე ეპარქიების საეპისკოპოსო კათედრები ზოგჯერ უკვე არსებულ დაწინაურებულ ეკლესიაში, ან მონასტერში ფუძნდებოდა (მცხეთის მთავარეპისკოპოსის – სამთავროში, ბოდბის წმინდა ნინოს საფლავის ეკლესიაზე, წუნდის, მანლისის, მოგვიანებით შემოქმედის, ხონის , გელათის, ნიკორწმუნდის და სხვა) ან საგანგებოდ აგებდნენ მათთვის ეკლესიებს (ბოლნისში, ნიქოზში, ბედიაში, ჭყონდიდში, ქუთაისში და სხვა). ზოგიერთი ეპარქიის სამწყსო-ტერიტორია ძალზე განვრცობილი იყო და ქვეყნის პოლიტიკურ საზღვრებსაც სცილდებოდა, მაგ. ნიქოზელი მღვდელმთავრის სამწყსოში შედიოდნენ ჩრდილო კავკასიაში მოსახლე ხალხები: დვალები, ოსები და სხვა.

XIII-XVIII სს-ში საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობა და ამის კვალად, ეპარქიათა რაოდენობა დამოკიდებული იყო ქვეყნის შიდა ფაქტორებსა და საგარეო ვითარებაზე. მონღოლების, ირან-ოსმალეთის, ჩრდილო კავკასიელთა აგრესიამ და ქვეყნის პოლიტიკურმა დაქუცმაცებულობამ ეკლესიის დასუსტება და ეპარქიათა დაცარიელება გამოიწვია. ამ პერიოდში სამხრეთ საქართველოსა და ჰერეთის საქართველოდან განშორებამ, ჩრდილო კავკასიელი ტომების მასიურმა მოზღვავებამ, ადგილობრივი მოსახლეობის გამოდევნა და ათობით მართლმადიდებლური ეპარქიის გაუქმება გამოიწვია.

საქართველოს სამეფოებად და სამთავროებად დაყოფის შემდეგ სეპარატისტული მიდრეკილების დანერგვას ზოგჯერ ეკლესიაშიც ცდილობდნენ, მაგრამ ქვეყნის მთლიანობის და საელესიო განუყოფლობის მძლავრი ტენდენცია უზრუნველყოფდა საქართველოს საეკლესიო ერთიანობას. ქართველ მღვდელმთავართა დაუცხრომელი მამულიშვილური ღვაწლი ქვეყნის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ ერთობას უყრიდა საფუძველს, მაგ. დოსითეოზ ქუთათელის და ექვთიმე გაენათელის სწრაფვა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანებისთვის და მათი აქტიური მონაწილეობით „ივერიელთა ერთობის ტრაქტატის“ შექმნა ყველა ქართველის სანუკვარი მიზნისკენ წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

ტრადიციულად, საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქია სარწმუნოებრივი სიწმინდის, ეროვნული სიმტკიცის და ზნეობრივი სისპეტაკის დამცველს წარმოადგენდა (აღმსარებელი და მოწამეობრივად აღსრულებული მღვდელმთავრები ყოველთვის მრავლად ჰყოლია საქართველოს. ბოლო პერიოდის მოღვაწეთაგან გამოირჩევიან წმინდა მღვდელმთავრები: გაბრიელ ქიქოძე, ალექსანდრე ოქროპირიძე, კირიონ საძაგლიშვილი, ამბროსი ხელაია, ნაზარ ლეჟავა და სხვა).

საქართველოს ეკლესიის ისტორია გარკვეულწილად ქართველ მღვდელმთავართა მოღვაწეობის ასახვასაც გულისხმობს და ზუსტად ესადაგება ცნობილ გამოთქმას ეკლესიისა და ეპისკოპოსის ერთიანობის შესახებ: „ეპისკოპოსი-ეკლესიაშია, ეკლესია კი – ეპისკოპოსში“ ასევე „ეკლესიის სახე ეპისკოპოსია“ (ეგნატე ღმერთშემოსილი).

XIX  საუკუნის დასაწყისში, 1811 წელს, რუსეთის მიერ  საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის ძალადობრივი გაუქმებით სამ ათეულამდე ქართული ეპარქია დაიხურა, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ  რუსეთში გაასახლეს და მთლიანად შეცვალეს ადგილობრივი ეკლესიის ტრადიციული მართვა-გამგეობა. აღმოსავლეთ საქართველოში 13 ეპარქიის ნაცვლად დარჩა ორი, დასავლეთ საქართველოში 12 ეპარქიიდან ჯერ – სამი, შემდეგ კი – ერთი ეპარქია.

საქართველოს ეკლესიის მმართველად ეგზარქოსი დაადგინეს, რომელიც რუსეთის უწმიდესი სინოდის წევრადაც ითვლებოდა.

საქართველოში სულ 19 რუსი ეროვნების ეგზარქოსი მოღვაწეობდა. ეგზარქოსები, როგორც წესი, რუსეთის ინტერესების გამტარებლები იყვნენ.

ქართველ მამულიშვილთა (საეკლესიო და საერო მოღვაწეთა) საუკუნოვანმა დაუღალავმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და 1917 წლის მარტში, ღვთის წყალობით, აღდგა საქართველოს წმიდა სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია.

თავდაპირველად განახლდა 13 ეპარქია, მალე მას ორიც დაემატა. აღდგენილი

ეპარქიები იყო: მცხეთის, თბილისის (1920 წლის 20 ივლისს მეორე საეკლესიო კრებამ დაადგინა მცხეთისა და თბილისის ეპარქიების გაერთიანება, რის შემდეგაც სამღვდელმთავროს მცხეთა-თბილისის ეპარქია, ხოლო მწყემსმთავარს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ეწოდა.), აგარაკწალკის, ალავერდის, აწყურისბათუმშემოქმედის, ბოდბის, მანგლისის, მარგვეთის, ნიკორწმინდის, ურბნისის, ქუთაისგაენათის, ცაგერის, ცხუმაფხაზეთის, წილკნის, ჭყონდიდის.

XX საუკუნის 20-იან წლებში ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული ათეისტური საბჭოური რეპრესიების და წითელი ტერორის გამო, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის  ტრადიციული  საეპარქიო მართვა-გამგეობა ათწლეულების განმავლობაში პრაქტიკულად შეჩერდა.

XX საუკუნის 70-იანი წლებიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაუღალავი მოღვაწეობის შედეგად საქართველოს ეკლესია იბრუნებს თავის ძველ მნიშვნელობასა და ფუნქციას.

ღვთის შეწევნითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ძალისხმევით დაიწყო გაუქმებულ ეპარქიათა თანდათანობითი აღდგენა.  მის მიერ ნაკურთხი მღვდელმთავრები განაგებენ მანამდე ნომინალურად არსებულ სამღვდელმთავროებს. თანმიმდევრულად მიმდინარეობს საუკუნეთა განმავლობაში მივიწყებული ქრისტიანული ხელოვნების და ხელსაქმის, საღვთისმსახურო და სასულიერო – საგანმანათლებლო  კერების, საღვთისმეტყველო მეცნიერებებისა და მთარგმნელობითი ტრადიციის აღდგენა და სხვა. ათწლეულობით გამოკეტილ ეკლესია-მონასტრებში, ღვთის მადლით, დღეისათვის კვლავ აღესრულება ღვთისმსახურება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ საზრდოს მოკლებული მრევლი ტრადიციულ საეკლესიო წიაღს უბრუნდება.

თანამედროვე ეტაპზე საქართველოს წმიდა სამოციქულო ეკლესიისა და მის იურისდიქციაში არსებული სამწყსო ტერიტორიის და მრევლის მართვა ხორციელდება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების შესაბამისად ((დებულება მიღებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული ადგილობრივი კრების მიერ, რომელიც  1995 წლის 18-19 სექტემბერს მცხეთის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა).

დებულების თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამწყსო იყოფა ეპარქიებად.

„ეპარქია“ წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის იმ ნაწილს, რომელსაც კანონიკურად მართავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის მიერ დადგენილი მღვდელმთავარი.

ეპარქიები, თავის მხრივ, შედგება ოლქებში (სამთავარხუცესოებში) გაერთიანებული სამრევლოებისაგან და სამღვდელმთავროთა ტერიტორიაზე განლაგებული მონასტრებისაგან.

სამთავარხუცესოს ხელმძღვანელობა მინდობილი აქვს ეპისკოპოსის მიერ დანიშნულ მთავარხუცესს.

სამრევლოები კი ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ ტაძრებთან გაერთიანებული მრევლია, რომელიც სამღვდელო და მორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტიანთაგან შედგება. მისი ხელმძღვანელობა ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ დადგენილ წინამძღვარს (მღვდელს) ევალება.

მონასტერთა საქმიანობა კი ხორციელდება სპეციალური სამონასტრო ტიბიკონის შესაბამისად. მისი მართვა მღვდელმთავრის მიერ დადგენილ შავი სამღვდელოების შესაბამის წარმომადგენელს, წინამძღვარს (მღვდელ-მონაზონი, იღუმენი, არქიმანდრიტი) აქვს მინდობილი.

ეპარქიათა მმართველი მღვდელმთავრები, იმავდროულად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრებიც არიან.

1977 წლის 25 დეკემბრიდან საქართველოს უძველეს ავტოკეფალურ ეკლესიას მწყემსმთავრობს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბი-ლისის მთავარეპისკოპოსი ილია II შიოლაშვილი. მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის მწყემსმთავრული მოღვაწეობის დაწყებისას საქართველოს ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაში იყო. 15 ეპარქიიდან მხოლოდ ოთხს – მცხეთა-თბილისის, წილკნის, ბათუმ-შემოქმედისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიებს ჰყავდა მღვდელმთავრები. 1977 წელს მათ რიცხვს ალავერდისა და ბოდბის ეპარქიები მიემატა. სამღვდელმთავრო კათედრათა უმრავლესობა მღვდელმთავრებისთვის ფაქტიურად დაკეტილი იყო და ეპისკოპოსს თავის სამწყსო ეპარქიაში ჩასვლის უფლება არ ჰქონდა. ეპისკოპოსები თბილისში მოქმედ რამდენიმე ეკლესიაზე იყვნენ მიმაგრებულნი. მანგლელი მღვდელმთავარი დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში აღასრულებდა მსახურებას, ბოდბელი – თბილისის სამებაში, ალა-ვერდელი – თელავის ღვთაების ეკლესიაში და სხვ. იმ პერიოდში საქართველოს ეკლესიათა უდიდესი ნაწილი ღვთისმსახურებისათვის გაუქმებულად ითვლებოდა. მთლიანად საქართველოში კი სულ რამოდენიმე მოქმედი ტაძარი იყო. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის დაუღალავი მოღვაწეობის შედეგად დაიწყო ეპარქიებისთვის მღვდელმთავრების გამორჩევა და კურთხევა. 70-80-იან წლების მიჯნაზე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულა კურთხევა ცხუმ-აფხაზეთის, ჭყონდიდის, ქუთაის-გა-ენათის, ბათუმ-შემოქმედის, ბოდბის, ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის, ნიკორწმინდის, მარგვეთის ეპისკოპოსებისა.

XX საუკუნის ბოლოს, 1995 წლის 5 აპრილს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით, საქართველოს ტერიტორიის ახალი საეპარქიო ადმინისტრირებით ეპარქიათა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, ზოგიერთ ეპარქიას სახელი შეეცვალა:

  • მცხეთათბილისის.
  • ალავერდის.
  • ახალციხის.
  • ბათუმისა და სხალთის.
  • ბოდბის.
  • ბოლნისისა და დმანისის.
  • ბორჯომისა და ახალქალაქის.
  • ვანისა და ბაღდათის.
  • ზუგდიდისა და ცაიშის.
  • მანგლისისა და წალკის.
  • მარგვეთის.
  • ნეკრესის.
  • ნიკორწმინდის.
  • ნიქოზისა და ცხინვალის.
  • რუსთავის.
  • საგარეჯოსა და გურჯაანის. (დებულების მიხედვით N17)
  • სამთავისისა და გორის. (დებულების მიხედვით N16)
  • ურბნისისა და რუისის.
  • ფოთის.
  • ქუთაისგაენათის.
  • შემოქმედის.
  • ცაგერისა და სვანეთის.
  • ცხუმაფხაზეთის.
  • წილკნის.
  • ჭიათურის.
  • ჭყონდიდის.
  • ხონის.

2002 წლის 17 ოქტომბერს ჩატარებული  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების გადაწყვეტილებით, მოხდა ეპარქიათა საზღვრების გადახედვა, მათ რიცხვს კიდევ ოთხი ახალი სამღვდელმთავრო დაემატა, მათ შორის დასავლეთ ევროპის ეპარქიაც. აღნიშნული ფაქტი გამოწვეული იყო XX საუკუნის მიწურულს საქართველოში განვითარებული რთული პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებით. რის გამოც სამშობლოდან ათასობით მოქალაქე უცხოეთში გადაიხვეწა. დროთა განმავლობაში მათი შვილები და შვილიშვილები გაუცხოებულნი აღმოჩნდნენ ქართული კულტურული გარემოსგან.  ჩვენი ქვეყნის ამ უმძიმესი მდგომარეობის გამო საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება მიიღო – უცხოეთში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ეპარქიების დაფუძნების შესახებ. საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის იურისდიქცია გავრცელდა ევროპის სახელმწიფოებზე: _ ავსტრია, ბელგია, დანია, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ესპანეთსა და შვეიცარიაზე. ამით გაერთიანდა აღნიშნულ სახელმწიფოებში დროებით ან მუდმივ საცხოვრებლად ემიგრირებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი და ამ ქვეყნებში მცხოვრები ის უცხოელები, ვინც თავს მიიჩნევს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად.

ამგვარად,  2002 წლის 17 ოქტომბერს წმიდა სინოდის კრების გადაწყვეტილებით,  ეპარქიათა რაოდენობა ოცდათერთმეტი გახდა და დაზუსტდა მათი  სახელწოდებები:

  • მცხეთათბილისის.
  • ალავერდის.
  • ახალციხის, ტაოკლარჯეთისა და ლაზეთის.
  • ახალქალაქის და კუმურდოს.
  • ბათუმისა და სხალთის.
  • ბოდბის.
  • ბოლნისისა და დმანისის.
  • ბორჯომისა და ბაკურიანის.
  • ვანისა და ბაღდათის.
  • ზუგდიდისა და ცაიშის.
  • მანგლისისა და წალკის.
  • მარგვეთისა და უბისის.
  • მესტიისა და ზემო სვანეთის.
  • ნეკრესისა და ჰერეთის.
  • ნიკორწმინდის.
  • ნიქოზისა და ცხინვალის.
  • რუსთავისა და მარნეულის.
  • საგარეჯოსა და გურჯაანის.
  • სამთავისისა და გორის.
  • სტეფანწმინდისა და ხევის.
  • ურბნისისა და რუისის.
  • ფოთისა და სენაკის.
  • ქუთაისგაენათის.
  • შემოქმედის.
  • ცაგერისა და ლენტეხის.
  • ცხუმაფხაზეთის.
  • წილკნისა და დუშეთის.
  • ჭიათურისა და საჩხერის.
  • ჭყონდიდის.
  • ხონისა და სამტრედიის.
  • დასავლეთ ევროპის.

მოგვიანებით, დასავლეთ ევროპის ეპარქიას ცალკე სამღვდელმთავროდ გამოეყო დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია. ეპარქიის იურისდიქცია გავრცელდა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიაზე.  ამავდროულად, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი არის წევრი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა  ასამბლეისა, რომელიც ფუნქციონირებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ხელმძღვანელობით. ეპარქიის მრევლად ქართველების გარდა ითვლება მართლმადიდებლური წესით მონათლული თურქები, იტალიელები, ინგლისელები, აფრიკული რასის წარმომადგენლები და ირანელები.

2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში გამართულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სადღესასწაულო კრებაზე, რომელიც წმიდა დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის მოწვევით ჩატარებულ რუის-ურბნისის საეკლესიო კრების 900 წლისთავს მიეძღვნა, წმიდა სინოდის წევრმა მღვდელმთავრებმა ჩვენი ქვეყნისა და დედაეკლესიისათვის საჭირო სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად განიხილეს ცვლილებები და შესწორებები საქართველოს ტერიტორიის ხელახალი საეპარქიო გადანაწილების და ზოგიერთი ეპარქიის სახელწოდების შეცვლის შესახებ.

დიდი საეკლესიო კრების დადგენილებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 31-დან 35-მდე გაიზარდა და დაემატა:

წილკნისა და დუშეთის ეპარქიის საფუძველზე ჩამოყალიბდა ორი ეპარქია:

  •  წილკან-დუშეთის ეპარქია.
  •  თიანეთ-ფშავ-ხევსურეთის ეპარქია.

ფოთის, სენაკის და ჭყონდიდის ეპარქიათა საფუძველზე ჩამოყალიბდა სამი ეპარქია:

  • ჭყონდიდის ეპარქია.
  • ფოთი-ხობის ეპარქია.
  • სენაკი-ჩხოროწყუს ეპარქია.

საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქიის საფუძველზე ჩამოყალიბდა ორი ეპარქია:

  • გურჯაანი-ველისციხის ეპარქია.
  • საგარეჯო-ნინოწმინდის ეპარქია.

ბოლნისისა და დმანისის ეპარქიის საფუძველზე ჩამოყალიბდა ორი ეპარქია:

  • ბოლნისის ეპარქია.
  • დმანისის ეპარქია.

2006 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით სამღვდელმთავროთა რაოდენობამ 37-ს მიაღწია.

       ბათუმისა და სხალთის ეპარქიის საფუძველზე ჩამოყალიბდა ორი ეპარქია:

  • ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია.
  • სხალთის ეპარქია.

       ქუთაისგაენათის და მარგვეთუბისის ეპარქიათა საფუძველზე ჩამოყალიბდა სამი ეპარქია:

  • ქუთაის-გაენათის ეპარქია.
  • მარგვეთ-უბისის ეპარქია.
  • ტყიბულ-თერჯოლის ეპარქია.

2007 წლის დეკემბრში ბათუმისა და ქობულეთის ეპარქიას შეეცვალა სახელწოდება და მას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ეწოდა.

2008 წლის 27 ივნისს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით, მცხეთათბილისის ეპარქიის საფუძველზე და გვერდით ჩამოყალიბდა ცურტავის ეპარქია და საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში არსებულმა სამღვდელმთავროთა რიცხვმა 38-ს მიაღწია:

  • ხონის ეპარქია (ალაქი ხონი, ალაქი სამტრედია).
    მაღალყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსი საბა (გიგიბერია).
    კათედრა ხონში.
    რეზიდენცია ხონსა და სამტრედიაში.

 

  • ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია (ალაქი ჭიათურა, ალაქი საჩხერე).
    მაღალყოვლადუსამღვდელოესი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი).
    კათედრა ჭიათურაში.
    რეზიდენცია ჭიათურასა და საჩხერეში.

 

 

  • ცხუმაფხაზეთის ეპარქია (ალაქი სოხუმი, ალაქი ოჩამჩირე, ალაქი გუდაუთა, ალაქი გალი, ალაქი გაგრა, ალაქი გულრიფში)
    მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი).
    კათედრა სოხუმსა და ახალ ათონში.
    რეზიდენცია სოხუმში, გუდაუთასა და გაგრაში.

 

 

  • ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია (ალაქი ცაგერი, ალაქი ლენტეხი).
    ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი).
    კათედრა ცაგერში.
    რეზიდენცია ცაგერსა და ლენტეხში.

 

 

  • ქუთაისგაენათის ეპარქია (ალაქი ქუთაისი, ალაქი ტყიბული, ალაქი წყალტუბო).
    მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი).
    კათედრა და რეზიდენცია ქუთაისსა და გელათში.

 

 

  • ფოთისა და ხობის ეპარქია (ალაქი ფოთი, ალაქი ხობი).
    მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
    კათედრა ფოთში.
    რეზიდენცია ფოთსა და ხობში.

 

 

  • ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია (ალაქი ტყიბული, ალაქი თერჯოლა).
    მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე).
    კათედრა და რეზიდენცია თერჯოლაში.

 

 

  • სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია (ალაქი ყაზბეგი).
    ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი იეგუდიელი (ტაბატაძე).
    კათედრა და რეზიდენცია ყაზბეგში.

 

 

  • სამთავისისა და გორის ეპარქია (ალაქი გორი, ალაქი კასპი).
    მაღალყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა).
    კათედრა და რეზიდენცია სამთავისში, გორსა და კასპში.

 

 

  • რუსთავისა და მარნეულის ეპარქია (ალაქი რუსთავი, ალაქი მარნეული)
    მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი).
    კათედრა რუსთავში.
    რეზიდენცია რუსთავსა და მარნეულში.

 

 

  • ნიკორწმინდის ეპარქია (ალაქი ამბროლაური, ალაქი ონი).
    მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი ელისე (ჯოხაძე).
    კათედრა ნიკორწმინდაში.
    რეზიდენცია ამბროლაურსა და ონში.

 

 

  • მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია (ალაქი მესტია).
    ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ილარიონი (ქიტიაშვილი).
    კათედრა და რეზიდენცია მესტიაში.

 

 

  • მანგლისისა და წალკის ეპარქია (ქალაქი თეთრიწყარო, ალაქი წალკა).
    მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე).
    კათედრა და რეზიდენცია მანგლისსა და წალკაში.

 

 

  • ვანისა და ბაღდათის ეპარქია (ალაქი ვანი, ალაქი ბაღდათი).
    მაღალყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია).
    კათედრა ბაღდათში.
    რეზიდენცია ვანსა და ბაღდათში.

 

 

  • დმანისის ეპარქია (ალაქი დმანისი).
    ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული).
    კათედრა და რეზიდენცია დმანისში.

 

 

  • ბოლნისის ეპარქია (ალაქი ბოლნისი).
    ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკლიძე).
    კათედრა და რეზიდენცია ბოლნისში.

 

 

  • ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია (ალაქი ბათუმი, ალაქი ქობულეთი).
    მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი).
    კათედრა ბათუმში.
    რეზიდენცია ბათუმსა და ქობულეთში.

 

 

  • ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია (ალაქი ახალქალაქი, ნინოწმინდის აიონი).
    მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).
    კათედრა ახალქალაქსა და კუმურდოში.
    რეზიდენცია ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

 

 

  • მცხეთათბილისის ეპარქია (ალაქი თბილისი, ალაქი მცხეთა (სოფლების წილკნის, მუხრანისა და საგურამოს გარდა).
    უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II (ღუდუშაური-შიოლაშვილი).
    კათედრა და რეზიდენცია მცხეთაში, თბილისსა და ბიჭვინთაში.

 

 

  • ალავერდის ეპარქია (ალაქი თელავი, ალაქი ახმეტა).
    მაღალყოვლადუსამღვდელოესი ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე).
    კათედრა ალავერდში
    რეზიდენცია ალავერდსა და თელავში.

 

 

  • ახალციხის, ტაოკლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქია (ალაქი ახალციხე, ასპინძის და ადიგენის აიონები, ტაოკლარჯეთი და ლაზეთი).
    მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე).
    კათედრა და რეზიდენცია ახალციხესა და საფარაში.

 

 

  • ბოდბის ეპარქია (ალაქი სიღნაღი, ალაქი დედოფლისწყარო).
    მაღალყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსი დავითი (ტიკარიძე).
    კათედრა ბოდბეში.
    რეზიდენცია ბოდბეში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში.

 

 

  • ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია (ალაქი ბორჯომი).
    მაღალყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა).
    კათედრა და რეზიდენცია ბორჯომში.

 

 

  • გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია (ალაქი გურჯაანი).
    ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა).
    კათედრა და რეზიდენცია გურჯაანში.

 

 

  • ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია (ალაქი ზუგდიდი, ალაქი წალენჯიხა).
    მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე).
    კათედრა ზუგდიდსა და ცაიშში.
    რეზიდენცია ზუგდიდსა და წალენჯიხაში.

 

 

  • მარგვეთისა და უბისის ეპარქია (ალაქი ზესტაფონი, ალაქი ხარაგაული).
    მაღალყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსი ვახტანგი (ახვლედიანი).
    კათედრა ზესტაფონში.
    რეზიდენცია ზესტაფონსა და ხარაგაულში.

 

 

  • ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია (ალაქი ყვარელი, ალაქი ლაგოდეხი, საინგილო).
    მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი).
    კათედრა ნეკრესსა და ყვარელში.
    რეზიდენცია ყვარელში, ლაგოდეხსა და კახში.

 

 

  • ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია (ალაქი ცხინვალი, ახალგორის, ჯავისა და ზნაურის აიონები).
    მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია).
    კათედრა და რეზიდენცია ნიქოზში, ცხინვალში, ახალგორში, ჯავაში.

 

 

  • საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია (ალაქი საგარეჯო).
    ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ლუკა (ლომიძე).
    კათედრა და რეზიდენცია საგარეჯოსა და ნინოწმინდაში.

 

 

  • სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია (ალაქი სენაკი, ალაქი ჩხოროწყუ).
    ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი შიო (მუჯირი).
    კათედრა სენაკში.
    რეზიდენცია სენაკსა და ჩხოროწყუში.

 

 

  • სხალთის ეპარქია (ალაქი ქედა, ალაქი შუახევი, ალაქი ხულო).
    ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე).
    კათედრა სხალთაში.
    რეზიდენცია ხულოში.

 

 

  • ურბნისისა და რუისის ეპარქია (ალაქი ხაშური, ალაქი ქარელი).
    მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი).
    კათედრა ურბნისში, რუისში და ხაშურში.
    რეზიდენცია ხაშურსა და სურამში.

 

 

  • ფშავხევსურეთისა და თიანეთის ეპარქია (ალაქი თიანეთი).
    მაღალყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი).
    კათედრა საგურამოსა და თიანეთში.
    რეზიდენცია საგურამოში.

 

 

  • შემოქმედის ეპარქია (ალაქი ოზურგეთი, ალაქი ლანჩხუთი, ალაქი ჩოხატაური).
    მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე).
    კათედრა შემოქმედსა და ოზურგეთში.
    რეზიდენცია ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში.

 

 

  • ცურტავის ეპარქია.
    ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი).
    კათედრა და რეზიდენცია გარდაბანში.

 

 

  • წილკნისა და დუშეთის ეპარქია (ალაქი დუშეთი).
    მაღალყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი).
    კათედრა წილკანში.
    რეზიდენცია წილკანსა და დუშეთში.

 

 

  • ჭყონდიდის ეპარქია (ალაქი აბაშა, ალაქი მარტვილი).
    მაღალყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსი პეტრე (ცაავა).
    კათედრა მარტვილში.
    რეზიდენცია აბაშასა და მარტვილში.

 

 

  • დასავლეთ ევროპის ეპარქია.
    მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია).

 

 

2009 წლის 3 მაისს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით:

  • ბოდბის ეპარქიას გამოეყო დედოფლისწყაროს რაიონი, რომელიც მიუერთდა ისტორიული ჰერეთის ეპარქიას და მას ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია ეწოდა. ეპარქიის იურისდიქციის ქვეშ ორი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მხარეები, საქართველოში – ქიზიყი, აზერბაიჯანში – ისტორიული ჰერეთი შევიდა.
  • დაარსდა ამერიკისა და კანადის სამრევლოების მმართველობა. მოგვიანებით, მის საფუძველზე ორი ეპარქია ჩამოყალიბდა:

ა) ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქია.
ბ) სამხრეთ ამერიკის ეპარქია. 

2010 წლისთვის საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში საქართველოს ტერიტორიაზე და მის საზღვრებს მიღმა 42 ეპარქია არსებობდა.

2013 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის კრებაზე ეპარქიათა საზღვრების რეორგანიზაციის საფუძველზე ჩამოყალიბდა ახალი სამღვდელმთავროები და სამ მღვდელმთავარს განესაზღვრა ახალი სამღვდელმთავრო სტატუსი – ტიტულოვანი ეპისკოპოსი:

  • სამთავისისა და გორის ეპარქიის საფუძველზე ჩამოყალიბდა:
    ა) გორისა და ატენის ეპარქია.
    ბ) სამთავისისა და კასპის ეპარქია.
  • მანგლისისა და წალკის ეპარქიის საფუძველზე ჩამოყალიბდა:
    ა) მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია.
    ბ) აგარაკ-წალკის ეპარქია.
  • მცხეთა-თბილისის ეპარქიის საფუძველზე ჩამოყალიბდა:
    ა) მცხეთა-თბილისის ეპარქია.
    ბ) მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქია.
  • ურბნისისა და რუისის ეპარქიის საფუძველზე ჩამოყალიბდა:
    ა) რუისისა და ურბნისის ეპარქია.
    ბ) სურამისა და ხაშურის ეპარქია.
  • რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის საფუძველზე ჩამოყალიბდა:
    ა) რუსთავის ეპარქია.
    ბ) მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია.   

2014 წლის 3 ივნისს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით: დასავლეთ ევროპის ეპარქიის მრავალრიცხოვანი სამრევლოების საფუძველზე სამი ეპარქია შეიქმნა. დასავლეთ ევროპის ეპარქიას გამოეყო ავსტრიის, გერმანიისა და ბენილუქსის ქვეყნები და ჩამოყალიბდა:

  • დასავლეთ ევროპის ეპარქია, რომლის შემადგენლობაში დარჩა – საფრანგეთი, შვეიცარია, მალტა, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია.
  • გერმანიისა და ავსტრიის ეპარქია.
  • ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია.

      ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას გამოეყო ჰერეთის სამრევლოები და შეიქმნა ორი ეპარქია:

  • ხორნაბუჯის ეპარქია.
  • კახისა და ქურმუხის ეპარქია (მოგვიანებით მას ჰერეთის ეპარქია ეწოდა).
    p.s. ამჟამად ეპარქია ისევ გაერთიანებულია და მას ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე) მართავს.

 

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის უშუალო კურთხევითა და ხელდასხმით ყველა ეპარქიას თავისი მმართველი მღვდელმთავარი განაგებს.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის 2015 წლის 25 მაისის კრების განჩინებით  საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში არსებული  ეპარქიების, რომელთა რაოდენობამ 50-ს  მიაღწია, საზღვრები და სახელწოდებები უცვლელი დარჩა, ხოლო ეპარქიათა მმართველ მღვდელმთავრებად დადგინდა:

 

  • მცხეთა-თბილისის ეპარქია (ქალაქი თბილისი თავისი რაიონებით, ქალაქი მცხეთა  (მცხეთის რაიონის სოფლების წილკნის, მუხრანისა და საგურამოს გარდა), გარდაბნის რაიონი და ბიჭვინთა) – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II (ღუდუშაურიშიოლაშვილი). კათედრა და რეზიდენცია მცხეთაში, თბილისსა და ბიჭვინთაში. 
  • ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია (ქალაქი სოხუმი, ქალაქი ოჩამჩირე, ქალაქი გუდაუთა, ქალაქი გალი, ქალაქი გაგრა, სოხუმის გალის გულრიფშის, ოჩამჩირის, გაგრისა და გუდაუთის რაიონები).
    უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (ღუდუშაურიშიოლაშვილი).კათედრა სოხუმსა და ახალ ათონში. რეზიდენცია სოხუმში, გუდაუთასა და გაგრაში.                                                                                              
                                                                                                     
  • ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია (ქალაქი ახალქალაქი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონები) – მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).
    კათედრა ახალქალაქსა და კუმურდოში. რეზიდენცია ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. 
  • აგარაკ-წალკის ეპარქია (ქალაქი წალკა და წალკის რაიონი) – ეპისკოპოსი იოანე (შომახია).
    კათედრა და რეზიდენცია წალკაში. 
  • ალავერდის ეპარქია (ქალაქი თელავი, ქალაქი ახმეტა, თელავისა და ახმეტის რაიონები) – მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე).
    კათედრა ალავერდში. რეზიდენცია ალავერდსა და თელავში. 
  • ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია (ქალაქი ახალციხე, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის რაიონები, ტაო-კლარჯეთი) – მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე).
    კათედრა და რეზიდენცია ახალციხესა და საფარაში.
  • ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია – ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე). 
  • სამხრეთ ამერიკის ეპარქია – მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი). | 
  • ავსტრალიის ეპარქია – მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). 
  • ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია (ქალაქი დედოფლისწყარო, დედოფლისწყაროს რაიონი) – ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე).
    კათედრა და რეზიდენცია დედოფლისწყაროში. 
  • ჭყონდიდის ეპარქია (ქალაქი აბაშა, ქალაქი მარტვილი, აბაშისა და მარტვილის რაიონები) – მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა).
    კათედრა მარტვილში. რეზიდენცია მარტვილსა და აბაშაში. 
  • წილკნისა და დუშეთის ეპარქია (ქალაქი დუშეთი, დუშეთის რაიონი) – მიტროპოლიტი  ზოსიმე (შიოლაშვილი).
    კათედრა წილკანში, რეზიდენცია წილკანსა და დუშეთში. 
  • შემოქმედის ეპარქია (ქალაქი ოზურგეთი, ქალაქი ლანჩხუთი, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონები) – მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე).
    კათედრა შემოქმედსა და ოზურგეთში, რეზიდენცია ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში. 
  • ფოთისა და ხობის ეპარქია (ქალაქი ქარელი და ქარელის რაიონი) – მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
    კათედრა ფოთში. რეზიდენცია ფოთსა და ხობში. 
  • ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია (ქალაქი ტყიბული, ტყიბულისა და თერჯოლის რაიონები) – მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე).
    კათედრა თერჯოლაში, რეზიდენცია თერჯოლასა და ტყიბულში. 
  • სურამისა და ხაშურის ეპარქია (ქალაქი ხაშური და ხაშურის რაიონი) – ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი).
    კათედრა და რეზიდენცია სურამსა და ხაშურში. 
  • სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია (ქალაქი სენაკი, ქალაქი ჩხოროწყუ, სენაკისა და ჩხოროწყუს რაიონები) – მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).
    კათედრა და რეზიდენცია სენაკსა და ჩხოროწყუში. 
  • რუსთავის ეპარქია (ქალაქი რუსთავი) – მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).
    კათედრა და რეზიდენცია რუსთავში. 
  • ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქია (ქალაქი საგარეჯო და საგარეჯოს რაიონი) – მთავარეპისკოპოსი ლუკა (ლომიძე).
    კათედრა და რეზიდენცია ნინოწმინდასა და საგარეჯოში. 
  • ნეკრესის ეპარქია (ქალაქი ყვარელი, ქალქი ლაგოდეხი, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონები, საინგილო) – მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი).
    კათედრა ნეკრესსა და ყვარელში. რეზიდენცია ყვარელში, ლაგოდეხსა და კახში. 
  • მარგვეთისა და უბისის ეპარქია (ქალაქი ზესტაფონი და ზესტაფონისა და ხარაგაულის რაიონები) – ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე).
    კათედრა ზესტაფონში, რეზიდენცია ზესტაფონსა და ხარაგაულში. 
  • თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია (ქალაქი თიანეთი და თიანეთის რაიონი) – ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე).
    კათედრა და რეზიდენცია თიანეთში. 
  • ვანისა და ბაღდათის ეპარქია (ქალაქი  ვანი, ვანისა და ბაღდათის რაიონი ) – მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია).
    კათედრა ბაღდათში. რეზიდენცია ვანსა და ბაღდადში. 
  • გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია ( ქალაქი გურჯაანი და გურჯაანის რაიონი) – მთავარეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა).
    კათედრა და რეზიდენცია გურჯაანში. 
  • გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია (ქალაქი გარდაბანი და გარდაბნის რაიონი) – ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).
    კათედრა და რეზიდენცია გარდაბანსა და მარტყოფში. 
  • ბოლნისის ეპარქია (ქალაქი ბოლნისი, ბოლნისის რაიონი) – მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე).
    კათედრა და რეზიდენცია ბოლნისში.
     
  • ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია (ქალაქი ბათუმი, ქალაქი ქობულეთი, ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონები, ლაზეთი) – მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი).
    კათედრა ბათუმში. რეზიდენცია ბათუმსა და ქობულეთში. 
  • ბოდბის ეპარქია (ქალაქი სიღნაღი, სიღნაღის რაიონი ) – ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი).
    კათედრა ბოდბეში. 
    რეზიდენცია ბოდბეში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში. 
  • ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია (ქალაქი ბორჯომი და ბორჯომის რაიონი) – მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა
    p.s. ამჟამად ეპარქიას მართავს მიტოროპილიტი ანდრია (გვაზავა).
    კათედრა და რეზიდენცია ბორჯომში. 
  • გორისა და ატენის ეპარქია (ქალაქი გორი და გორის რაიონი) – მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).
    კათედრა და რეზიდენცია გორში. 
  • დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქია (ქალაქი დმანისი და დმანისის რაინი) – მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული).
    კათედრა და რეზიდენცია დმანისში. 
  • ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია (ქალაქი ზუგდიდი, ქალაქი წალენჯიხა, ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონები) – მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე).
    კათედრა ზუგდიდსა და ცაიშში. რეზიდენცია ზუგდიდსა და წალენჯიხაში. 
  • მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია (ქალაქი თეთრიწყარო და თეთრიწყაროს  რაიონი) – მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე).
    კათედრა და რეზიდენცია მანგლისში. 
  • მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქია (ქალაქი მარნეული და მარნეულის რაიონი) – ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი).
    კათედრა და რეზიდენცია მარნეულში. 
  • მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია (ქალაქი მესტია და მესტიის რაიონი) – მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი).
    კათედრა და რეზიდენცია მესტიაში. 
  • ნიკორწმინდის ეპარქია (ქალაქი ამბროლაური, ქალაქი ონი, ონისა და ამბროლაურის რაიონები) – ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი).
    კათედრა ნიკორწმინდაში. რეზიდენცია ამბროლაურსა და ონში. 
  • ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია (ქალაქი ცხინვალი, ცხინვალის, ახალგორის, ჯავისა და ზნაურის რაიონები) – მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია).
    კათედრა და რეზიდენცია ნიქოზში, ცხინვალში, ჯავასა და ახალგორში. 
  • სამთავისისა და კასპის ეპარქია (ქალაქი კასპი და კასპის რაიონი) – ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია).
    კათედრა და რეზიდენცია სამთავისსა და კასპში. 
  • სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია (ქალაქი ყაზბეგი და ყაზბეგის რაიონი) – მთავარეპისკოპოსი იეგუდიელი (ტაბატაძე).
    კათედრა და რეზიდენცია ყაზბეგში. 
  • სხალთის ეპარქია (ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონები) – მთავარ-ეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე).
    კათედრა და რეზიდენცია სხალთაში. 
  • ურბნისისა და რუისის ეპარქია (ქალაქი ქარელი და ქარელის რაიონი) – მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი).
    კათედრა ურბნისსა და რუისში, რეზიდენცია ქარელში. 
  • ქუთაის-გაენათის ეპარქია (ქალაქი ქუთაისი, წყალტუბოს რაიონი) – მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი).
    კათედრა და რეზიდენცია ქუთისსა და გელათში. 
  • ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია (ქალაქი ცაგერი, ცაგერისა და ლენტეხის რაიონები) – მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი).
    კათედრა ცაგერში. რეზიდენცია ცაგერსა და ლენტეხში. 
  • ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია (ჭიათურისა და საჩხერის რაიონები) – მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი).
    კათედრა ჭიათურაში, რეზიდენცია ჭიათურასა და საჩხერეში. 
  • ხონისა და სამტრედიის ეპარქია (ქალაქი სამტრედია, ქალაქი ხონი, სამტრედიისა და ხონის რაიონები) – მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია).
    კათედრა ხონში. რეზიდენცია ხონსა და სამტრედიაში. 
  • დასავლეთ ევროპის ეპარქია (საფრანგეთი, შვეიცარია, მალტა, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია) – მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) 
  • დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია – მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული). 
  • ავსტრიისა და გერმანიის ეპარქია – ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი). 
  • ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია (ა.შ.შ., კანადა) – ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი). 

მოამზადა დეკანოზმა გიორგი გუგუშვილმა