სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (20.10.2022)

კვლავ ვემშვიდობებით უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლებს, - ალუდა ზვიადაურს, კახა გოგოლს, ბერდია ჯოხაძეს, გელა გოგიასა და ედიშერ კვარაცხელიას, რომელთაც სიცოცხლე გაწირეს მოყვასის დასაცავად.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა.

 

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი