საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

2013 წელი, 23 აპრილი

12 იანვარი
კატეგორია:

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
წმიდა სინოდის სხდომის ოქმი

23 აპრილი, 2013 წელი

სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

სხდომის მდივანი: ფოთის და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
არ ესწრებოდნენ: – წილკანის და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე – ბოდბელი მთავარეპისკოპოსი დავითი – დმანისის მთავარეპისკოპოსი ზენონი

განხილულ იქნა ორი საკითხი: მღვდელმთავართა მოხსენებები ეპარქიებში არსებულ მდგომარეობებზე და ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი დავითის (ტიკარიძის) თხოვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით. წმ. სინოდმა დააკმაყოფილა მეუფე დავითის სურვილი მის ნაცვლად ბოდბის ეპარქიის მმართველად დაინიშნა ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი). მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქია კი, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა, კვლავაც კათოლიკოს-პატრიარქს დაექვემდებარა.